Sky Sports- ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ 29 წლის "იუვენტუსის" ნახევარმცველის დუგლას კოშტას წარმომადგენლებმა შესთავაზეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაითვალისწინოს მოთამაშის შეძენის შესაძლებლობა.
"იუვენტუსს" სურს დუგლასმა კლუბის დატოვოს, ამიტომ მისმა აგენტებმა დაიწყეს სხვადასხვა ვარიანტების ძებნა." - თქვა დი მარციომ. "ნამდვილად ისაუბრეს "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებთან, რომ დაინტერესდებიან თუ არა ბრაზილიელით".
"ასე რომ, "იუნაიტედმა" უნდა განიხილოს ეს ვარიანტი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ კოშტა ხშირად ტრამვიანობს და ეს პრობლემაა ყველა კლუბისთვის, ვისაც მისი შეძენა სურს."
"მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ კოსშტას აგენტებმა თავიანთი კლიენტი "წითელ ეშმაკებს" შეთავაზეს.."