თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2020, 20:44
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1543,
კომენტარები: 6
პოლი: "ლინდელოფი ვერასდროს იქნება კარგი მეწყვილე"
თუ ტიტულების გინდათ, ფულიც უნდა დახარჯოთ.
პოლი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზმა, ორ მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა აქცენტი. ვეტერანმა მოთამაშემ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის აუცილებლობაზე ისაუბრა და ასევე ვიქტორ ლინდელიოფი მწვავედ გააკრიტიკა.

"თუკი გუნდს ტიტულების მოგება სურს, ფული უნდა დახარჯონ. დღეს მათ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ რეალიზება ვერ შეძლეს. ვფიქრობ, სანჩო რომ მათ რიგებში ყოფილიყო, უფრო პროდუქტიულები იქნებოდნენ და მეტ გოლს გაიტანდნენ".

"მოედანზე "იუნატედი" უკეთესი გუნდი იყო და ისინი მოგებას იმსახურებდნენ. თუმცა დაცვის თამაში იყო შოკისმომგვრელი. ლინდელოფი და მაგუაიერი წინა ძელისკენ გაიქცნენ, ფორვარდი კი ცარიელი დარჩათ, რაც ლინდელიოფს უნდა დაენახა, მაგრამ თუკი ვან ბისაკამ შეამჩნია, რომ შვედს ეს მხედველობიდან გამორჩა, დე იონგის ასაყვანად ის უნდა გაქცეულიყო."

"ამ გოლისას ოთხივე მცველის დადანაშაულება შეიძლება, მათ შორის ბრენდონ უილიამსისაც, რომლის ფლანგიდანაც ჩააწოდეს. მაგუაიერმაც ცუდად ითამაშა, მაგრამ მთავარ პრობლემა სწორედ შვედია. ეჭვი მაქვს,რომ ის მაგუაიერის კარგი პარტნიორი არასდროს იქნება. ბოლო 15-20 მატჩისას შვედის თამაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეს უფრო მაგუაიერის ხარჯზე ხდებოდა, რომლიც ლინდელოფის სისუსტეებს, თავისი კარგი თამაშის ხარჯზე ფარავდა. გუნდმა ვიქტორ ლინდელოფი უნდა ჩაანაცლოს."

"ვფიქრობ, ჩვენ ეს გოლი რომ არ გაგვეშვა, კარგად თამაშს გავაგრძელებდით და თავად გავიტანდით, რადგან ესპანელები დაღლილად გამოიყურებოდნენ."

"გოლის მომენეტის გარდა, ისინი ვერაფერს შექმნიდნენ"- თქვა ინგლისელმა.

https://www.manchestereveningnews.co.uk/
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2020 21:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სიმართლე რო ვთქვათ ამ გუნდში 60-70% უბრალოდ არაა მანჩესტერის, გრანდის დონის ფეხბურთელი, სწორი ტრანსფერებია საჭირო, მენეჯმენტი და სკაუტები საშინლად მუშაობენ ფაქტია.
0
№2
ავტორი: Svanchester
17 აგვისტო 2020 21:54
  • სიახლეები: 2853
  • კომენტარები: 3908
ძალიან დიდი ხნის წინ ვიძახდი, რომ ლინდელოფს არ შეუძლია ითამაშოს სტაბილურად და მეტიც ნამდვილად არ შეესაბამება იმ დონეს რაც გუნდისთვისაა საჭირო. სამწუხაროდ ცენტრალური დაცვის ხაზის პრობლემა ისევ არსებობს გუნდში. და საერთოდ დააყენოს ბაიი, ვიქტორს ნამდვილად ჯობია, კი ქაჯობს რიგ მომენტებში მაგრამ მაინც ჯობია.
1
№3
ავტორი: ikeoni
17 აგვისტო 2020 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ერიკი უნდა დადგეს ყველა პონტში მაგუართან ერთად
0
№4
ავტორი: shotkin
17 აგვისტო 2020 23:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დღეს მანჩესტერის შემადგენლობაში არცერთი ცენტრალური მცველი ფიზიკურად არ არსებობს რომელიც მაგუაიერს შეუწყვილდება და ბალანსს მოახდენენ, ერთი ნორმალური მცველია ბაილი მარა მაგის ტრანვებსაც რო თავი დავანებოთ რიგ ეპიზოდებში ძაან ზედმეტებს ინდომებს და ბევრად დაღვინებული და სერიოზული მცველი უნდა ყავდეს მანჩესტერის დონის გუნდს. ამ გუნდს ჭირდება ამ ზაფხულს 3 პოზიციის მოთამაშე ჰაერივით თუ გვინდა რო შემდეგ ელს რეალურად სკამიდანაც გვქონდეს რამის ცენზურა და ზოგადად ძალები შემოგვრჩეს სეზონის ბოლოს და ხალხი არ გადაიწვას და გადაიტრანვოს, უნდა მოვიდეს ცენტრალური მცველი, მარჯვენა ვინგერი და სუფთა გამოკვეთილი ცივსისხლიანი ფორვარდი რომელიც პირველივე შანსის გამოყენების უნარით და ნიჭით იქნება დაჯილდოვებული.
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
18 აგვისტო 2020 00:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
როდესაც ლინდელოფი მკვდარ ბურთს ამოაძრობს არავინ ამას არ აღნიშნავს.
ამ გოლის მომენტში კომუნიკაცია რომ არ ქონდათ არავის დაცვაში ვერბალურად ეს ხომ ცალკე საკითხია.
უბანში როცა თამაშობ მაშინ უძახი ერთმანეთს რომ ეწევა ან კარგავს პოზიციას.კინდელოფმა ხელები აწია გაატარა ბურთი და ამ დროს არავინ უყვირის ელემენტარულად.
პოლი სულ აზრიან კომენტარებს აკეთებდა და ამ ბოლო დროს ძალიან სუბიექტური გახდა და ეს ცუდის ნიშანია.
15-20 თამაში კარგი იყო რადგანაც მაგუაერი ფარავდა მის შეცდომებსო. უბრალოდ მეზარება თორე ამოკრიბავდა კაცი კინდელოფის მომენტებს და მიახლიდა ამ კაცს სახეში რამდენი თოხლა ჰარიმ და ვიქტორამ გამოუღო.დაკვირვებული ვარ რომ საკვანძო მომენტში სულ ლინდელოფია იმ პოზიციაზე სადაც წყდება მომენტი,ჰარი სულ სხვაგანაა და შესაბამისად ამაზე ტყდება ჯოხი.მე არ ვამბობ რომ მაგარი მცველია მაგრამ ვერაფრით დავაყენებ ჰარის ამაზე წინ რადგანაც ერთნაირად სუსტია მანჩესტერისთვის ორივე.სქოულზს ბოლო თამაშებზე გადაეხედა და ჰარის ვაჟკაცობებს ბლომად ნახავდა მაწონზე რომ გაუშვეს ბევრჯერ.მარტო მეკარის მოედანში რომ ფეხებშუა გაუტარეს ისიც ეყოფა.
ამ ლოგიკით გამოდის ჰარის უნდა მეწყვილე მინიმუმ 100მილიონიანი მცველი
0
№6
ავტორი: Malboro463
18 აგვისტო 2020 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
დაიწყენ სანჩოს ქება მაგუაერის შეცდომებზე თვალის ხუჭვა და ლინდელოფზე დაჯმა. ინგლისელებს საერთოდ აზრი არ უნდა კითხო ჩამოაშორო უნდა ეს ძველი ხალხი საერთოდ გუნდს ჩარჩენილი არიან ძველ დროში.
ბაილს დაღვინება აკლიაო ვერც დაღვინდება თუ არ ათამაშებს არ ქონდა ტრამვები მარა მაინც სკამზე ეჯდა არადა მაგუაერიც და ლინდელოფიც თამაშს არ ატარებდნენ უშეცდომოდ არ შეილებოდა ამოეგდო ძირითადიდან მაგუაერი დასჯის პონტში და დაეყენებია ბაილი მაგაზე უარეს შეცდომებს არ დაუშვებდა ან ტუანზებეს რატო არ აძლევს შანს ლინდელოფზე სხარტი კი არის ხომ ხედავდა რომ არ ამართლებდა ამათი დუეტი რაღაც შეეცვალა ერთი წელია მაგათ საცოდაობას რომ გვაყურებინებს. მაგარი დაჩაგრა ბაილი წელს არასა ყველას შანსი მისცა. მთვარი პრობლემა ფეხბურთელების დაბალ დონეში კიარა მწვრთვნელშია ამ ხალხს ტაქტიკურად ვერ იყენებს არადა მაგუაერი მაგ მხრივ ერთ ერთი საუკეთესოა ინდივიდუალურადა ჩობანი..
ამაზე დაბალი დონის ფეხბურთელები ხაზში და დაზღვევაზე უკეთესად თამაშობენ იმიტომ რომ ეტყობათ მწვრთვნელის ხელი დათოს არ იყოს ამათ კომუნიკაცია არ აქვთ ერთმანეთში. ოლეს უნდა ისეთი ფეხბურთელები ვინც ინდივიდუალურად ძლიერები არიან და თავიანთ საქმეს მარტო აკეთებენ ამ კაცმა ტაქტიკური მოგება არ იცის და ასეთ 11 კაცს მანჩესტერი მინიმუმ 5 წელი ვერ შეკრიბავს.
პლიუს მარად პერსპექტიული ფეხბურთელებით ყავს გუნდი სავსე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top