"სევილიასთან" გამართულ ევროპა ლიგის ნახევარფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის, შეკამათება მოხდა.
მეორე გოლის გაშვების შემდეგ, პორტუგალიელმა ემოციები ვერ მოთოკა და შვედს უსაყვედურა. ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება ოლე გუნარ სოლსკიაერმა დააფიქსირა.
"სამწუხარო გოლი იყო, რამეთუ ჩვენ კონტრშეტევით ზედმეტად გავერთეთ. მარსიალი წააქციეს და რანაირად მოხდა, რომ "სევილიას" ფეხბურთელს გაფრთხილება არ აჩვენეს, წარმოდგენა არ მაქვს. ბურთი თამაშში იყო, ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურდა, მაგრამ დავკარგეთ."
"მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ და სხვებსაც ამისკენ მოუწოდონ. გაშვებული გოლი ნამდვილად გუდასაწყვეტი იყო."
"ვფიქრობ, წაკამათების ეპიზოდი - იმედგაცრუების შედეგია, ჩემს ბიჭებზე ეს გოლი ძალიან ცუდად აისახა."- თქვა ნორვეგიელმა.