"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი BT Sport - ზე კომენტარს აკეთებს ევროპა ლიგის ნახევარფინალში "წითელი ეშმაკის" დამარცხებაზე.
”ვფიქრობ, ოლემ მართლაც კარგი საქმე გააკეთა მოსვლის მომენტიდან. კლუბი 3-4 წლის წინ იყო ძალიან ცუდი და სუსტი. ამიტომ ვთვლი, რომ ოლემ კლუბი ძალიან შეცვალა. თუ ვისაუბრებთ სათამაშო სტილზე, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ თებერვლიდან სრულიად სხვა გუნდს ვადევნებთ თვალს. 2-3 წლის წინ გუნდი თამაშობდა ძალიან უსახურ ფეხბურთს რომელიც სახიფათო მომენტსაც კი ვერ ქმნიდა თამაშის მსვლელობის დროს. მას შემდეგ რაც ბრუნო ამ გუნდში გადმოვიდა, თამაშზე მისი გავლენა ძალიან დიდია. მან თავისი თამაშით, მოსაწყენი გუნდი საინტერესო გუნდად აქცია. გუნში კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, ბრენდონ უილიამსმა და მეისონ გრინვუდმა ძალიან კარგად ითამაშეს რაც აუცილებლად გამოსარჩევია. სწორედ ეს არის მანჩესტერ იუნაიტედი." - ციტირებს სქოულზი - Daily Mail. თან.
”სამი ნახევარფინალის წაგება ნამდვილი კატასტროფაა გუნდისთვის. დღეს საუკეთესო გუნდი დაუმსახურებლად დამარცხდა, ამაში ეჭვი კი არავის ეპარება. ჩვენ არ გვაქვს უფლება კიდევ გავიმეოროთ მსგავსი რამ ოდესმე. ყველა ვარიანტში ჩვენ უნდა მოვიგოთ ესეთი მატჩები. ჩვენ უნდა გვყავდეს მოთამაშეები, რომლებსაც შეეძლებათ მოიგონ ტიტულები თქვენთვის და მოიგონ ისეთი თამაშები, რომლითაც საზოგადოებას მოხიბლავენ. ისინი ამას ამჟამად ვერ აჩვენებენ რაც სამწუხაროა. ეს კლუბი ყოველთვის ითვლიდა და იგებდა ტიტულებს. ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვერაფერი მოვიგეთ. ოლემ კი ნამდვილად იცის, რა უნდა გაკეთდეს ამისათვის, მან იცის, რომ ნახევარფინალის წაგება ცუდია. სწორედ ამიტომ ამ გუნდის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს გამარჯვების მენტალიტეტის ჩამოყალიბება ფეხბურთელებში, რაც ერთგვარ ტიტულს მოუტანს ჩვენს გუნდს.” - დაასრულა სქოულზმა.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.