თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2020, 15:06
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1245,
კომენტარები: 5
მაგუაერი: "საუკეთესო გუნდი დამარცხდა"
მაგუაერი წაგებული მატჩის შესახებ...
მაგუაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ჰარი მაგუირი თვლის, რომ მის გუნდს სევილიასთან ასეთი ცუდი მარცხი არ დაუმსახურებია.

კვირას ღამით, წითელმა ეშმაკებმა კიდევ ერთი სეზონის მესამე ნახევარფინალი წააგეს და სევილიასთან თამაში 2-1 დათმეს.

მაგუაერი ფიქრობს, რომ ეს შედეგი მისი გუნდისთვის არასამართლიანია, მაგრამ სჯერა, რომ ოლე გუნარ სოლსკაიერის ხელმძღვანელობით "იუნაიტედს" პირველი ტიტულის მოგებისთვის დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება.

"რთულია, ბიჭები დაადანაშაულო რამეში. ჩვენ შევქმენით თამაშში უამრავი მომენტები, ამიტომ ისიც ხდება, რომ საუკეთესო გუნდი აგებს. მათ დაგვსაჯეს გამოუყენებელი მომენტებისთვის მაგრამ სიმართლე გითხრათ, თქვენც ნახავდით, რომ მათ არ ჰქონდათ ბევრი შანსი."

"ჩვენს ნახევარზე გადმოსვლის დროს ორჯერ დავისაჯეთ, ამიტომ ჩვენი თამაშის ხარისხი ჯერ არ არის საკმარისი. ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ ამაზე. ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ ამ ფაქტის გამო რადგან ფინალში გასვლა დავიმსახურეთ."

"ჩვენ კარგი ფეხბურთელების ჯგუფი გვყავს. ამიტომ წაგება, მითუმეტეს ასეთ თამაშში რომელიც ნახევარფინალში გაქვს და მარცხდები ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ განვითარებისკენ რადგან წელს ჩვენ მნიშვნელოვნად გავუმჯობესდით, ამიტომ ახლა ფორმის დაკარგვა ცუდი იქნება ამ კლუბისთვის. "

”ჩვენ მალე ვაპირებთ რამდენიმე ტიტულის მოგებას, ამიტომ გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.”

”ჩვენ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ალბათ, ჩვენს გამოუცდელობამ მცირე გავლენა მოახდინა თამაშზე სწორედ ამიტომ მივიღეთ მეორე გოლი ჩვენს კარში.”
- განაცხადა მაგუაერმა BT Sport - თან.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 აგვისტო 2020 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
მომენტები მართლა ვერ გამოვიყენეთ რათ უნდა ეხლა ამას ბევრი ლაპარაკი მაგრამ ამ წაგებას მაინც არ აქვს გამართლება
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2020 15:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რა კაპიტნები ყავდა გუნდს და რა კაპიტანი ყავს ახლა :( სულ ძალით წააგეს ეს თამაში, გაიჩალიჩესო რო იტყვიან.
0
№3
ავტორი: Malboro463
17 აგვისტო 2020 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ამაზე #ლე კაპოტანი მე არ მახსოვს ან რატო უნდა დანიშნო 2 დღის მოსული კაცი
0
№4
ავტორი: The Special One
17 აგვისტო 2020 16:37
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ცუდი მცველი ნაღდად არაა,უბრალოდ ამაში რომ 50 მილიონი გადაეხადათ და ეგრევე კაპიტნობა არ ჩაეხუტებინათ მართლა ძაან კარგად ითამაშებდა,ტიპს მოსვლიდან მეორე დღეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა დააკისრეს და ამან დაღუპა,ეტაპ-ეტაპ უნდა ემოქმედათ და უფრო ჭკვიანურად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: Bertran Maltesta
17 აგვისტო 2020 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ციტატა: Malboro463
ამაზე #ლე კაპოტანი მე არ მახსოვს ან რატო უნდა დანიშნო 2 დღის მოსული კაცი

მეც ძალიან გამიკვირდა მოსულზე კაპიტნად რომ აიყვანეს. ბრენდონმა კონტრაქტს ხელი მოაწერა აქ რჩება 5 წელი და არ კიდია აწი როგორ ითამაშებს. რეშფორდიც სასწაული რომ გვგონია შემცვლელია მოსაყვანი კონკურენციისთვის. გუშინდელ თამაში კარგად გამოჩნდა სკამის პრობლემაც. კარგია პარტიზანიდან ის ღლაპი რომ გავიფორმებთ მემიმედება და საჭიროა დაიხვეწოს მომავალი სეზონისთვის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top