თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2020, 23:13
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2281,
კომენტარები: 28
"იუნაიტედმა" ფილიპ სტევანოვიჩი შეიძინა
იუნაიტედმა ახალგზარდა ფეხბურთელი დაიმატა...
გავრცელებული ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედმა" გააფორმა კონტრაქტი "პარტიზანის" ფეხბურთელ ფილიპ სტევანოვიჩთან.

სტევანოვიჩს დებიუტი "პარტიზანის" პირველ გუნდში 2018 წლის დეკემბერში ჰქონდა, რომელმაც გასულ სეზონში 35 მატჩში ცხრა გოლის გატანა შეძლო.

17 წლის ასაკში მას ასევე დებიუტი ჰქონდა სერბეთის 19 წლამდე ასაკის და 21 წლამდე ასაკის გუნდებში. სწორედ მისმა ასეთმა სწრაფმა განვითარებამ საშუალება მისცა მას პრემიერ ლიგაში გადასულიყო.

"Republika" და "Sport Witness" - ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედს" სტევანოვიჩის შეძენა 12 მილიონი ევრო დაუჯდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 2020–21 წლების სეზონში ისევ თავის კლუბ " პარტიზანში" დარჩება და დაეხმარება მათ.

"უნაიტედმი" ამ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პარტიზანს" დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ოლე გუნარ სოლსკაიერს შესაძლებლობა მისცა დაკვირვებოდა მოთამაშეს ყველა მოქმედებაში. სტევანოვიჩმა ორივე თამაშში ძალიან კარგად ითამაშა.

ახლა, კი "პარტიზანმა" გადაწყვიტა გაეყიდა ახალგაზრდა მოთამაშე, იმის მიუხედავადაც, რომ მათ კარგად იციან შეიძლება მომავალში უფრო მეტი ღირდეს ფეხბურთელი, თუმცა პატრიზანელები ამ თანხას გუნდის ასაწყობად გამოიყენებენ. ფეხბურთელს კი მხოლოდ ორი წელი ჰქონდა კონტრაქტი დარჩენილი.

ასევე სტევანოვიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გასულ აგვისტოში "პარტიზანს" უხელმძღვანელა UEFA- ს ტურნირზე. მან პირველი გოლის გატანა 16 წლის ასაკში შეძლო უელსში "Connah's Quay" – ის წინააღმდეგ.

ერთი წლის შემდეგ კი მას მიეცა ძალიან დიდი შანსი გადავიდეს "იუნაიტედში" და გამოიჩინოს თავი კარგი თამაშით. ამიტომ თავად ფეხბურთელიც მოუთნელად ელის "ოლდ ტრაფორდზე" ჩასვლას რათა მოუთმენლად დაელოდოს თავის გამოჩენის შანსს.
ტრანსფერები
28 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
16 აგვისტო 2020 23:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ვწერდი ბისაკას მხარეს დირკა გვაქვსთქო და კიდეც გავვიტანეს.ბურთს კარგად აგორავებენ და ჩვენ ისე კონტრზე ვთამაშობთ და ლოგიკურია რომ გაგვიტანეს
0
№2
ავტორი: makaveli
16 აგვისტო 2020 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რამდენჯერ ბრენდონ უილიამსზე რაღაც ვთქვი იმდენჯერ დამცველები გამოუჩნდნენ .. მეც მინდა რო მართლა კარგი მცველი დადგეს მაარა ბიუტნერის დონესაც ვერ თამაშობს ტიპს ათრევენ ყველა თამაშში და ძირითადს კიარა სკამს არ დავანახებდი ამას მანჩესტერში მაგას ისევ როხო მირჩევნია
2
№3
ავტორი: zurazura
16 აგვისტო 2020 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
ბიჭემო ლინკი არ გაქვთ ტელეთი, რომ ვუყურო?, სილქზე ვერ ვუყურებ
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
16 აგვისტო 2020 23:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ციტატა: zurazura
ბიჭემო ლინკი არ გაქვთ ტელეთი, რომ ვუყურო?, სილქზე ვერ ვუყურებ

აგერ ძმა
http://www.myvideo.ge/?CIA=1&ci_d=mobile&ci_c=mobile&ci_m=promo&chan=silk_sport4

მე თვითონ ზღვისპირეთში ვარ და სასტუმროს ლიქ უნივერსალი არ აქვს და თურქულ არხზე ვუყურებ დამაგჯა ნერვები :)))
0
№5
ავტორი: zurazura
16 აგვისტო 2020 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: zurazura
ბიჭემო ლინკი არ გაქვთ ტელეთი, რომ ვუყურო?, სილქზე ვერ ვუყურებ

აგერ ძმა
http://www.myvideo.ge/?CIA=1&ci_d=mobile&ci_c=mobile&ci_m=promo&chan=silk_sport4

მე თვითონ ზღვისპირეთში ვარ და სასტუმროს ლიქ უნივერსალი არ აქვს და თურქულ არხზე ვუყურებ დამაგჯა ნერვები :)))

გაიხარე მაგრამ მაი ვიდეოც ჭედავს
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
16 აგვისტო 2020 23:38

თვითონ silk ის აპლიკაცია დააყენე მაშინ იქნებ იმან არ გაგიჭედოს
0
№7
ავტორი: davvita
16 აგვისტო 2020 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
რეშფორდმა რა ქნა?

https://silktv.ge/?page=silktv
0
№8
ავტორი: bendzela
16 აგვისტო 2020 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ძაან დაძაბული იგრავმიდის რა .. მარსიალს რა ცეკვის ჩუსტები აცვია და რა პასი გაუძრო რეშს

ძაან დაძაბული იგრავმიდის რა .. მარსიალს რა ცეკვის ჩუსტები აცვია და რა პასი გაუძრო რეშს
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
16 აგვისტო 2020 23:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ციტატა: bendzela
ძაან დაძაბული იგრავმიდის რა .. მარსიალს რა ცეკვის ჩუსტები აცვია და რა პასი გაუძრო რეშს

ძაან დაძაბული იგრავმიდის რა .. მარსიალს რა ცეკვის ჩუსტები აცვია და რა პასი გაუძრო რეშს

უმაღლესი კლასი მომენტი იყო აი ის რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
16 აგვისტო 2020 23:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძააბ ბევრი შანსი გაანიავეს, ადრე თუ გვიან სუ ისჯება გუნდი ამისთვის და კიდეც გაგვიტანეს კონტ-შეტევაზე...

აი რაშფორდი რო ერთი ერთზე გავიდა მცველთან ბოლოს დარწმუნებული ვიყავი რო ზუსტად ისე უაზროდ დაკარგავდა ბურთს, ვერა და ვერ გამოასწორა ეგ კომპონენტი, ბოლო პერიოდია კიდე სიარულიც დაამატა არარც დარბის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top