გავრცელებული ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედმა" გააფორმა კონტრაქტი "პარტიზანის" ფეხბურთელ ფილიპ სტევანოვიჩთან.
სტევანოვიჩს დებიუტი "პარტიზანის" პირველ გუნდში 2018 წლის დეკემბერში ჰქონდა, რომელმაც გასულ სეზონში 35 მატჩში ცხრა გოლის გატანა შეძლო.
17 წლის ასაკში მას ასევე დებიუტი ჰქონდა სერბეთის 19 წლამდე ასაკის და 21 წლამდე ასაკის გუნდებში. სწორედ მისმა ასეთმა სწრაფმა განვითარებამ საშუალება მისცა მას პრემიერ ლიგაში გადასულიყო.
"Republika" და "Sport Witness" - ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედს" სტევანოვიჩის შეძენა 12 მილიონი ევრო დაუჯდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 2020–21 წლების სეზონში ისევ თავის კლუბ " პარტიზანში" დარჩება და დაეხმარება მათ.
"უნაიტედმი" ამ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პარტიზანს" დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ოლე გუნარ სოლსკაიერს შესაძლებლობა მისცა დაკვირვებოდა მოთამაშეს ყველა მოქმედებაში. სტევანოვიჩმა ორივე თამაშში ძალიან კარგად ითამაშა.
ახლა, კი "პარტიზანმა" გადაწყვიტა გაეყიდა ახალგაზრდა მოთამაშე, იმის მიუხედავადაც, რომ მათ კარგად იციან შეიძლება მომავალში უფრო მეტი ღირდეს ფეხბურთელი, თუმცა პატრიზანელები ამ თანხას გუნდის ასაწყობად გამოიყენებენ. ფეხბურთელს კი მხოლოდ ორი წელი ჰქონდა კონტრაქტი დარჩენილი.
ასევე სტევანოვიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გასულ აგვისტოში "პარტიზანს" უხელმძღვანელა UEFA- ს ტურნირზე. მან პირველი გოლის გატანა 16 წლის ასაკში შეძლო უელსში "Connah's Quay" – ის წინააღმდეგ.
ერთი წლის შემდეგ კი მას მიეცა ძალიან დიდი შანსი გადავიდეს "იუნაიტედში" და გამოიჩინოს თავი კარგი თამაშით. ამიტომ თავად ფეხბურთელიც მოუთნელად ელის "ოლდ ტრაფორდზე" ჩასვლას რათა მოუთმენლად დაელოდოს თავის გამოჩენის შანსს.