"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტაჰიტ ჩონგი მომავალ სეზონში ითამაშებს ბუნდესლიგაში, სადაც ის "ვერდერ ბრემენის" ღირსებას დაიცავს.
20 წლის ნიდერლანდელს დებიუტი ქონდა "იუნაიტედის" პირველ გუნდში 2019 წლის იანვარში, ხოლო 23-წლამდელთა გუნდისთვის წარმატებულმა შესრულებამ, მას კლუბის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული მოუტანა 2019 წლის მაისში.
ჩონგმა ცოტა ხნის წინ გააფორმა ახალი კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2022 წლის ივნისამდე.
”მანჩესტერ იუნაიტედი" წარმატებას უსურვებს ჩონგს - ნათქვამია განცადებაში.