"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკაიერი ევროპის ლიგის ნახევარფინალში "სევილიასთან" გასამართ შეხვედრაზე საუბრობს.
”ნათელია, რომ როდესაც ნახევარფინალში მიაღწევთ, ამ დროს დიდ გუნდთან მოგიწევთ დაპირისპირება, ამიტომ კარგი გუნდი, მაღალ ხარისხს ნიშნავს”
"დადგა დრო, რომ წამყვანმა მოთამაშეებმა თავი მნიშვნელოვან მომენტებში გამოიჩინონ და მატჩის ბედი გადაწყვიტონ. ისინი უნდა იყვნენ ასი პროცენტით ორიენტირებულები თამაშზე. ზოგადად ისიც ვიცით, რომ შესაძლოა ყველაფერმა შეცვალოს შეხვედრის მიმდინარეობა. ჩვენ ისიც ვიცით და გამოვცადეთ, რომ ნახევარფინალში წაგება ძალიან მტკივნეულია."
"რამდენიმე დღე დაგვჭირდა მატჩის მომზადებისთვის და ძალების აღდგენისთვის. ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს ექვსი დღე დასვენება მატჩებს შორის, ასე, რომ დღეს ჩვენ სრულიად მზად ვართ."
"ჩვენ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც ნამდვილად მზად ვართ. ბიჭებიც კარგად არიან მომზადებულები, რადგან ყველას სურს ნახევარფინალში თამაში. მინდა რომ ისინი გაერთონ სიამოვნება მიიღონ თამაშით და მოიგონ."
"მეც ასევე მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას. ეს არის სეზონის მესამე ნახევარფინალი ამ სეზონში. რა თქმა უნდა, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მოვედით აქამდე, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯერ არ დაკმაყოფილებულა. ჩვენ კიდევ გვინდა წინ ერთი ნაბიჯის გადადგმა და ფინალში თამაში", - განაცხადა სოლსკაიერმა.
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.