თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2020, 09:26
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2365,
კომენტარები: 23
საულ ნიგესით "იუნაიტედი" კვლავ დაინტერესდა
საულ ნიგესით
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის კვლავ განაახლოს ინტერესი ატლეტიკოს ნახევარმცველის საულ ნიგესის მიმართ.

"იუნაიტედმა" ამ კვირაში დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩოს შეძენა ვერ შეძლო, რადგან გერმანული კლუბი დაჟინებით ითხოვდა კოლოსალურ თანხას ფეხბურთელში, ამიტომ დორტმუნდის ხელმძღვანელობის განცხადებებით, "წითელ ეშმაკების" რიგებში ამ ზაფხულს სანჩო ვერ გადავა.

ამჟამად, "იუნაიტედი" მცირე საბიუჯეტო თანხის გამო ამ ზაფხულს ნახევარმცველის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგას, - ან სხვა ალტერნატიული მოთამაშისკენ მიმართავს ყურადღებას. მაგალითად, როგორიცაა საულ ნიგესი აცხადებს Daily - Star.

"ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკაიერი დიდი ხანია დაინტერესებულია საულით, მაგრამ კოროვირუსით გამოწვეული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, იგი იძულებული გახდა ამ ზაფხულისთვის მხოლოდ ერთი დიდი სამიზნე ჰყოლოდა ჯეიდონ სანჩოს სახით.

ოლდ ტრაფორდზე დარწმუნებულები არიან, რომ ატლეტიკოს შოკისმომგვრელი გამოვარდნა ჩემპიონთა ლიგიდან საიდანაც გერმანულმა "ლაიფციგმა" გამოთიშა, მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის 25 წლის ესპანელის გუნდიდად წასვლის შანსებს, რადგან ამის შესახებ არდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავად ფეხბურთელიც ფიქრობდა კლუბის შეცვლაზე.

"იუნაიტედს" არ ექნებოდა დიდი პრობლემა ნიგესს კვირაში 150,000 ფუნტის შესთავაზოს, ხოლო პოლ პოგბასა და ბრუნო ფერნანდესის გვერდით თამაშის შესაძლებლობა ყველა ფეხბურთელისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საულ ნიგესი ატლეტიკოს რიგებში ირიცხება. თუმცა მისი შეძენა მარტივად, 70 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.
ჭორები
23 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
15 აგვისტო 2020 09:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რკონოს ლოგიკაა.მცირე სატრასფერო ბიუჯეტის გამოო როცა 100ს სანჩოში აძლევდნენ მაშინ ქონდათ ახლა აღა აქვთ?:))მაგარი პრესაა რა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2020 10:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ცუდი სიტუაციაა, ჩააცივდებიან ერთ ფეხბურელს ვითომ პრინციპულად არ იხდიან ძვირს, ბოლოს მაინც ყიდულობენ. ამასობაში ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელის მოყვანა შეიძლება, ხალხს უფასოდ უშვებენ. თუ ყიდიან იმასაც კაპიკებში. ამაზე ცუდი სელექცია რაღა უნდა იყოს მეტყვით ვინმე?

პარტიზანიდან იყიდეს ფეხბურთელი ფილიპ სტევანოვიჩი 17 წლის, მარცხენა ვინგერი. 8-9 მილიონი ქონდა მაქსიმუმ სატრანსფერო ფასი, ამათმა 12 გადაიხადეს wink პარარელურად სანჩესს ჩუქნიან ინტერს, მაგაში ფულს მაინც არ იხდის არავინო, ამათი წარმოდგენით, სმოლინგში 20 მილიონიც ვერ გადაახდევინეს რომას, ჯონსს, როხოს, ლინგარდს დარწმუნებული ვარ სულ ცენტებში გაყიდიან თუ გაუშვეს. დარმიანი 1.2 მილიონად მიყიდეს პარმას, ბლინდი 12 თუ 13 მილიონად აიაქსს. კატასტროფა, უბრალოდ სამარცხვინო პოლიტიკა.

გუშინდელი თამაშის მერე კიდე უფრო მომეშალა ნერვები. ბაიერნი სამაგალითო უნდა იყოს თითქმის ყველაფერში ამათთვის. დეივისი არსაიდან მოიყვანეს, კანადელი, რომელიც ერთ-ერთ- საუკეთესო ფლანგის მცველია ალბათ დღეს. ამათმა კიდე 60 მილიონი გადაიხადეს ვან ბისაკაში (არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს აარონთან მარა შედარებითია ყველაფერი). ცა და დედამიწაა ამ ორი ფლანგის მცველის თამაში. მარა მარკეტინგულად ხო უნდა შეაფასონ მარტო, ამაშია ყველაზე დიდი შეცდომა.
აქეთ გორეცკა, გაშმაგებული დარბოდა მთელი თამაში, ჩვენ პარალელურად გვყავს მაკტომინეი, რომელიც ჩემი აზრით კარიერის ბოლოს ფლეტჩერის დონის ფეხბურთელიც არ იქნება. ღმერთმა ქნას ვცდებოდე მარა ასე ჩანს ჩემთვის პირადად. კიდე ბევრ ფეხბურთელს შორის შეიძლება პარალელის გავლება... ბაიერნმა რაც ირბინა მაგდენს ესენი მთელი სეზონის განმავლობაში დარბიან ალბათ. აუტიდანაც კი რა სწრაფად აწვდიდნენ ბურთს, როცა ანგარიში უკვე გამანადგურებელი იყო. ხასიათიც არ აქვთ ამათ, მაღალი კლასის თითზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელები გვყავს და ამის ფონზე ერთი ფეხბურთელის გადმოყვანას უნდებიან მთელი სატრანსფერო ფანჯარა. როგორც ჩანს არც სკაუტები გვივარგა, ხელმძღვანელობაზე აღარაფერს ვამბობ, სპორტული დირექტორი ვერ დანიშნეს ამდენი ხანი, ამაზე მეტად არაფერი მაკვირვებს. ერთადერთი ოლემ დაიწყო ასე თუ ისე სწორი ფეხბურთელების შერჩევა მარა ბოლომდე მაინც ვერ გავუგე, მანჩესტერის ფანი უნდა იყოს და მშიერიო :) ცოტა სხვა კუთხითაა წასაყვანი მენეჯმენტი და ყოველ დღე ჩანს ეს ყველაფერი. სხვა გუნდებს მაინც შეხედონ. იგივე ემართბე აბარსას, რაც ჩვენ გვჭირდა და გვჭირს ჯერ კიდე.
1
№3
ავტორი: PaLoMo
15 აგვისტო 2020 10:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სატანსფერო პოლიტიკა რო ცუდი გვაქვს ეს 2აზრი არაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
15 აგვისტო 2020 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არ მჯერა არავის და არაფრის საერთოდ სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება :)))
0
№5
ავტორი: Chesterman
15 აგვისტო 2020 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ისე ჩემი აზრით ეს გაუთავებელი ჭორები შეიძლება გათვლაც იყოს (რაღაც დოზით) მართველობისგან ვინც ამ საქმითაა დაკავებული,უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის ყველა გაზეთში თუ ჟურნალში გარეკანზე მანჩესტერზე გვხვდება ჭორები :დ დეილი მეილებსაც და სანებსაც მეტი რაუნდათ))შეიძლება სისულელეა მარა არაფერია გასაკვირი
0
№6
ავტორი: bziki
15 აგვისტო 2020 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Sanchos iyidian mainc egre mgonia, jiuti kacia olega vinc undoda bolos mainc ayidina Bisaka da maguaeri, amochemeba icis fexburtelebis da eg chemi azrit kaia icis Rac unda da awveba.
Sanchos agentan moayomareben jer egaa mtavari.
Grilishze ar ityoda uars Sanchoze didi interesi ro ar qondes, ise grilishic minimum 80 milionio:(:( egec sheashinebda
0
№7
ავტორი: levionok
15 აგვისტო 2020 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არცერთი გუნდი არ უნდება ამდენი ხალხი ტრანსფერების დახურვას როგორც ამას მანჩესტერი აკეთებს იგივე ბრუნოს ტრანსფერი რომ გავიხსენოთ ასევე მაგუაიერის ტრანსფერი ორი წელი გაიწელა და ბოლოს გადაიხადეს იმაზე მეტი ვიდრე თავიდანვე შეიძლებოდა ასევე იქნება სანჩოზეც 100 მილიონად ამას ვერ იყიდიან შემდეგ წლებში,ცენტრფორვარდია მოსაყვანი აუცილებლად მარჯვენა ვიგნერი ცენტრალური ნახევარმცველი და უკანა მცველი ესენი დადიან და დებილობებით არიან დაკავებული
0
№8
ავტორი: gogita1991
15 აგვისტო 2020 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ეს არ იყო მაგრად რო გაგვეღადავა მანჩეს ფანობას?? გამიხარდება თუ მოიყვანენ მარა პირველ რიგში დაცვის დაკომოლექტება უნდა დაასრულოს ოლემ. ფერგის აქვს თავის წიგნში დაწერილი რო ყოველთვის როცა ახალი გუნდის მშენებლობას ვიწყებდი ამას დაცვიდან ვაკეთებდიო და მართალიცაა თუ საძირკველი მყარი არაა ზედ ვერაფერს დააშენებ, იგივე თქვა რუდ გულიტმაც როცა კლოპის და ლივერპულის წარმატებაზე კითხეს რო სანამ ვან დეიკი და ალისონი არ მოიყვანა იურგენმა მანამდე ვერ დაასტაბილურა გუნდი და ვერ დადო შედეგი ეხლა რა ხდება ჩვენთან 2018-19 წლების სეზონში გუნდმა გაუშვა 54 გოლი მოიყვანეს მერე ბისაკა მაგუუაიერი და ეს რიცხვი შემცირდა 36 მდე, 3ით მეტი ვიდრე ჩემპიონს მიუხედავად იმისა რო დაცვამ ბევრი შეცდომა დაუშვა წელს მაინც არაა ცუდი შედეგი.ეხლა რა მინდა რო ვთქვა და რას ვგულისხმობ დაკომპლექტებაში ავიღოთ მარჯვენა ფლანგი სადაც გვყავს ძირითადის ბისაკა მერე მოდიან ფოსუმენსა დალო და აკადემიიდან ახლად ამოყვანილი ლაირდი, 4 მარჯვენა მცველი აშკარად არაა არცერთ გუნდში საჭირო და დალო მენსადან ერთერთი ტრანსფერზე უნდა დაყენდეს. საპირისპირო სიტუაციაა მარცხენა ფლანგზე სადაც მხოლოდ ორი კაცი გვყავს შო და ბრენდონი რომელიც ასევე აკადემიიდან არის ამოყვანილი ამ ადგილას მოსაყვანია არაძირითადის მცველი რომელიც ტრამვებისკენ მიდრეკილ შოს შეცვლის ხოლმე,მაგალითად ტელეში რომელსაც 2021 მდე აქვს კონტრაქტი და მისი დათრევა იაფად და მარტივად არი შესაძლებელი თან რა სტატისტიკა აქვს 11 გოლი 8 პასი. ეხლა გადავიდეთ ცენტრალურ მცველებზე, აუცილებლად უნდა გაყიდონ: ფილ ჯონსი რომელსაც სულ ტრავმა აქვს და საერთოდ არ ადგება გუნდს და რისთვის აჩერებენ ამდენი ხანი ვერ გამიგია ასევე როხო ტუანზებე და სმოლინგი. აუცილებლად მოსაყვანია უპამეკანო 21 წლისაა და ძაან დიდი ხნით მოგვარდება დაცვაში პრობლემა აი ესეთი სამუშაოებია ყველა პოზიციაზე ჩასატარებელი და არაა აუცილებელი უმისამართოდ მილიონების ყრა
1
№9
ავტორი: Chesterman
15 აგვისტო 2020 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
გვარდიოლას გაუმაძღარი დედამოვ*** რა ტიპს ლაპორტე ყავს აკე იყიდა და კიდე კულიბალის ყიდულობენ და ასე უნდათ სიტისთან კონკურენცია ?!მოგეშლება ნერვები აბა რაიიქნება მშვიდად რანაირად უნდა იყო მე არვიციი...ვიღაცა 17 წლის შპინგალეტას ეჩალიჩებიან ცენზურა მე ვუდვორდს
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
15 აგვისტო 2020 20:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: The red devi11
მე ვფიქრობ რასაც წერს პრესა ამის 80% თუ მეტი არა უბრალო სიცრუე და გაზეთების გასაყიდი მარკეტინგია. აი რეალობას ჩვენ მოწყვეტილები ვართ ნამდვილად სანამ რაიმე ოფიციალურად არ მოხდება . ამიტომ ნერვების წყვეტა ნამდვილად არ ღირს მეგობრებო

ნერვებს არ ვიწყვიტავ მეგობარო იმუნიტეტი გამოვიმუშავე უკვე ამ ასპექტში.აი რაც შეეხება იმას რომ 80%არის ტყუილი და არაფერი ვიცით ამაში არ დაგეთანხმები,რადგანაც პრესიდან ვიგებდით სულ რა ხდებოდა აბა გუნდის მენეჯმენტს ვერ ამოწიწკნი სიტყვას.და თუნდაც ეს ყველაფერი ჭორი იყოს რა ამით ის ხომ არ მართლდება რომ გუნდები 5-6ტრანსფერს აკეთებენ ხოგი დაჟე მეტს და ჩვენ კი სანჩოზე ვართ გადამკვდარი და არავის არ ვყიდულობთ.კაი არ გვაგებინებენ ვთქვათ და ამაშიც არის ლოგიკა მაგრამ სადაა ტრანსფერები?არსად.ბრუნოს და მაგუაიერს გადავაკვდით 2ფანჯარა.გახედე სხვა გუნდებს წიწილებივით ყიდულობენ და თან ეძებენ.ჩვენ ვის ვეძებთ მე ვერ ვხვდები.ჩვენი აღმოჩენილი ტალანტი ჯეიმსია ერთი და დანარჩენი აკადემიის აღზრდილები აქ რო დაიბადნენ ლამის.სკაუტები ფაქტიურად არ გვყავს.
მე კი უფრო სხვა რამ მაშინებს.არ ვიცით ვინ გვჭირდება რეალურად ესაა პრობლემა.ბრუნოზე ამბობდა ოლე რო ჩვენი შესაფერი არ არის ბაზარზეო სკაუტები ამბობდნენ სოორტინგი ხელოვნურად უკეთებს სტატისტიკას რო კარგად გაყიდოს თორემ ბევრჯერ კარგავს ბურთსო და მერე თურმე 4თვეში ყველაფერი შეიცვალა და იყიდეს.
აქ ერთი ჩვენი ძმა წერდა დაცვამ ცოტა გაუშვაო.ბაზარი არაა კარგია ეგ მაგრამ გაშვებული გოლების სტატისტიკა მოუს დროსაც ერთ სეზონში კარგი ქონდა დაცვას მაგრამ რა მერე.
მიკიონჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ ვამბობ ჩვენი პრობლემა საერთოდ არ არის არ. დაცვა მეკარე და თავდასხმა.ჩვენი პრობლემა არის ცენტრი.მიუხედავად სახელების კალიბრისა ჩვენი ცენტრი ძალზედ სუსტია.აი გუშინდელი გორეცკა ტიაგო რას უნდა შევადაროთ ჩვენთან?ბრუნო პოგბა.რომელი ჯობია?ფასით რომელი?მახსოვს ყველას ვიწუნებდით მიულერსაც იყო დრო,ტიაგოსაც და ახლა 30ად ყიდულობს ლივერი და ჩვენ რად გვინდა სკოტი გვყავს და ფრედი.გორეცკას ყიდვა როცა შეიძლებოდა ჩვენ მაშინ მეგა ვარსკვლავებს ვეთომარებოდით.
პრობლემა ჩემი აზრით არის ცენტრი.როდესაც ცენტრი გვიკავია და წინ მიაქვთ ბურთი კიდეც ვთამაშობთ ისე ვერა.ბურთს ვერ ვიჭერთ და ამაში არ ვგულისხმობ ფლობის პროცენტებს,რადგანაც მაშინ როცა 60%ზე მეტი გვქონდა ბურთი სულ ჩვენს ნახევარზე იყო ეს ფლობა მცველების და დეხეას პასები.
და ბოლოს,ძალიან ცუდად მენიშნა გუშინდელი ბარსას დარტყმა კარიდან გათამაშება როგორ გავს ჩვენსას.100დან 80ს მცველებთან ვათამაშებთ და ამან რაც მოუტანა ბარსას კი შევხედეთ.ბარსასგან გასაგებია მაღლები არ ყავს დაკიდებულ ბურთზე მაგრამ ჩვენ რომ აყუდებულები გვყავს რატომ ვათამაშებთ საჯარიმოში?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top