დონი ვან დე ბეკი აცხადრეს, რომ მოდუნებულია მისი მომავლის შესახებ და არ წუხს იმაზე, რომ შესაძლებელია ამ ზაფხულს ისევ ამსტერდამში დარჩეს.
ამ სეზონში ჰოლანდიელს ხშირად უწინასწარმეტყველებდნენ ოლდ ტრაფორდზე გადასვლას და MEN Sport - ი აცხადებს, რომ იგი "იუნაიტედის" ინტერესს კვლავ წარმოადგენს, თუმცა არა პრიორიტეტულ სამიზნეს.
ედვინ ვან დერ სარმა ივნისში განაცხადა: ”გასაგებია, და გვრსმის, რომ კლუბები, როგორიცაა მადრიდის "რეალი" და "იუნაიტედი" სერიოულად არიან დაინტერესებულნი დონი ვან დე ბეეკის შეძენით."
ვან დე ბეეკის ყოფილი თანაგუნდელები, ფრენკ დე იონგი და მათიას დე ლიხტი გასულ სეზონში ბარსელონასა და იუვენტუსში გადავიდნენ.
მაგრამ 23 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" ერთგულად რჩება , მიუხედავად პრესაში გავრცელებული სპეკულაციებისა, რომ იგი მომავალში იქნება დიდი გამოწვევების წინაშე სხვა კლუბში.
”პრესაში ძალიან არეულობაა, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მოხარული ვარ აქ დარჩენით და თამაშით. ასევე ცუდი მდგომარეობაა ფინანსური თვალსაზრისითაც მსოფლიო ფეხბურთში”, - განაცხადა Fox Sports– ზე საუბრისას დონმა. "ჯერ არაფერი არის გადაწყვეტილი, მომავალში ვნახოთ რა მოხდება. მე ახლა ისევ "აიაქსის" ფეხბურთელი ვარ რითაც ვამაყობ, ასევე ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის მაისური კვლავ მაცვია."
წყარო: manchestereveningnews.co.uk
ტრანსფერები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.