თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2020, 18:04
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1564,
კომენტარები: 8
ფერნანდეში: "ევროპა ლიგის მოგება მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სეზონისთვის"
ბრუნო ფერნანდეში ევროპა ლიგის შესახებ...
ფერნანდეში:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მისი გუნდისთვის ევროპა ლიგის მოგება.

კვირა დღეს, "იუნაიტედი" ევროპა ლიგის ფინალში გასასვლელად კიოლნში გაემართება.

პორტუგალიელის აზრით, პრემიერ ლიგაში ტოპ ოთხეულში მოხვედრითა და ევროპა ლიგის მოგებით, სეზონი მაინც ვერ იქნება ისეთი სრულყოფილი როგორიც მის გუნდს სურს მომავალში. მაგრამ დარწმუნებულია იმაში, რომ ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში "იუნაიტედს" მადა გაეხსნება ტოტულების მხრივ.

”პრემიერ ლიგა არის ერთ-ერთი ტიტული, რომლის მოგებაც ძალიან გვინდა და ვფიქრობ, რომ ევროპა ლიგის მოგება დაგვეხმარება გუნდის პერსონაჟის ჩამოყალიბებაში, რომელიც მოიგებს უამრავ ტიტულს და შეებრძოლება ტოპ კლუბებს. თუ ჩვენ შევძელით ევროპა ლიგის მოგება, ეს მნიშვნელოვანი იქმება მომავალი სეზონისთვის".

”ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან ყველა მოთამაშემ უნდა გაიგოს, რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ტიტულების მოპოვება. ეს მთავარი და მნიშვნელოვანია მწვრთნელისთვის, ფეხბურთელებისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვისა და რაღათქმაუნდა გულშემატკივრებისთვის. აქამდე ჩვენ ძალიან კარგები ვიყავით. არა სრულყოფილი, მაგრამ ძალიან კარგი წელი იყო ჩვენთვის."

”ამ სეზონის კარგი დასასრული იქნება ტიტულის მოგება, რათა მთლიანი გუნდი მოტივირებული შეხვდეს შემდეგი სეზონის დაწყებას."
- განაცხადა ფერნანდეშმა ESPN - თან.
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2020 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
როგორ გაგვიმართლა რო შენ ჩვენი მოთამაშე ხარ ❤️
2
№2
ავტორი: krekera
14 აგვისტო 2020 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
დიდი იმედი მაქვს რომ დადებენ თასს..
და მინდა აღშფოთება გამოვხატო სატრანსფერო პოლიტიკაზე, ასეთი უსუსური და საშინელი სიტუაცია არცერთ გრანდს კი არა გუნდს არ აქვს, ფეხბურთელს ვერ ყიდულობენ ეს დაუნები, მერე 1 შეალევენ 3 თვეს და ამასობასი სზვები 3 4 კარგ ტრანსფერს აკეთებს.. მარაზმია რაა, ამ ვუდვორდს გაა...ვიონ რა მართლა@
0
№3
ავტორი: gogita1991
14 აგვისტო 2020 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
კიბატონო კარგი იქნება ტიტულის მოგება მაგრამ ეგ ტიტული მოვიგეთ ჟოზესთან ერთად უკვე მარა მერე არავინ უყიდეს ჩემპიონთა ლიგისთვის არ გაუძლიერეს გუნდი და რითიც დასრულდა ის ყველაფერი გვახსოვს ყველას სევილიამ გამოგვაგდო და მერე ოთხეულიც სანატრელი გაგვიხდა თითქოს ეხლაც იგივე მეორდება გასაგებია გავედით ლიგაზე მარა მერე რა ხდება? მისია შესრულებულია? ლიგაზე მოხვედრააა ჩვენი მიზანი? მანჩესტერი ვართ თუ ლესტერი ლიგაზე მოხვედრა რო გვიხაროდეს? ნაცვლად იმისა რო განგაში იყოს ატეხილი ლივერპულს 6 თასი დაუგროვეა და 3 ით გაგვასწრო აქეთ სიწყნარეა ჩვეულებრივი ვითომ არაფერი შეხედეთ სიტი კიდევ როგორ ძლიერდება რა შემადგენლობა ყავთ და კიდევ ყიდულობენ იგროკებს იქით ჩელსიმ გააკეთა კარგი ტრანსფერები და კიდევ ეჩალიჩებიან სხვებს ჩვენ კიდევ ჯერ გუნდი ვერ გავწმინდეთ ბოლომდე ეს რა ხდება რა მიდგომაა ვგიჟდები რა
0
№4
ავტორი: Malboro463
14 აგვისტო 2020 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ოქტომბერში იხირება ხომ ინგლისში სატეანსფერო ფანჯარა?
0
№5
ავტორი: gogita1991
14 აგვისტო 2020 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მე როგორც ვიცი 5 ოქტომბრამდეა
0
№6
ავტორი: Old Red Devil
14 აგვისტო 2020 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
თუ დროზე არ დაიდო საჭირო ხალხი აზრი არ აქ სეზონს.პური ხაბაზმა უნდა აცხოსო.ტრანსფერი კი სპორტ დირექტორმა უნდა აგვაროს და არა მევახშე ვუდვორდმა.ტიპს ყველა უხერხემლოდ აღიქვავს და ასტრონომიულ კუშევს უხევენ.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2020 22:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრუნოს ნაირი ხასიათის რო იყოს ყველა რაღა გვიჭირს
1
№8
ავტორი: Lukalaba
15 აგვისტო 2020 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: Malboro463
ოქტომბერში იხირება ხომ ინგლისში სატეანსფერო ფანჯარა?

მე როგორც ვიცი გახსნილია უკვე ოქტომბრამდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top