თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2020, 13:16
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1339,
კომენტარები: 8
ცვლილებები ინგლისურ თასებზე 2020-2021 სეზონში
ცვლილებები ინგლისურ თასებზე 2020-2021 სეზონში
2020/21 წლების სეზონის განახლებასთან დაკავშირებით, ინგლისურმა ასოციაციამ გამოაცხადა მნიშვნელოვანი ცვლილებები კლუბის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა მიაღწია FA თასის და ლიგის თასის ნახევარფინალამდე, მაგრამ ეს ტურნირები მომავალ სეზონში ოდნავ განსხვავებულად ჩატარდება, მძიმე კალენდრისა და კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო.

2020/21 წლების FA თასის მატჩებში აღარ იქნება გამეორებითი თამაშები, ყველა თამაში ჩატარდება ერთი მატჩის ფორმატით. "წითელი ეშმაკები" ტურნირში ითამაშებენ მე - 3 რაუნდიდან, მატჩები, რომლებიც დაგეგმილია 2021 წლის 9 - 10 იანვარს. ფინალი გაიმართება 2021 წლის 15 მაისს, მაგრამ FA - მ რეგულაციებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ორი ცვილელება სეზონის შემდეგ, რეკორდული თანხის ზარალის გამო FA თასის პრიზები ისევ დაუბრუნდა 2017-18 წლებს, პანდემიის ფინანსური ზარალის გამო.”

ლიგის თასის გათამაშებაში გადაწყდება, რომ ორ თამაშიანი ნახევარფინალი ჩაანაცვლოს ერთმა თამაშმა, იმ კლუბის მოედანზე, რომელიც პირველად გამოცხადდება ნახევარფინალისტად. პირველი ოთხი რაუნდი ახლა ზედიზედ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეისვენებს და სექტემბრის დასაწყისში დაიწყება. მანჩესტერ იუნაიტედი უეფას ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო სეზონში მონაწილეობის გამო კლუბი შეუერთდება ტურნირს, 3 - ე რაუდიდან, რომელიც გაიმართება 22-23 სექტემბერს. ლიგის თასის ფინალი კი დაგეგმილია 2021 წლის 28 თებერვალს, უემბლის სტადიონზე.

მანჩესტერ იუნაიტედის რეზერვისტები კვლავ მიიღებენ მონაწილეობას ინგლისის ფეხბურთის ლიგის თასში. ამ ტურნირის გათამაშება დაიწყება 8-9 სექტემბერს, ხოლო ფინალი გაიმართება 2021 წლის 14 მარტს. ამ გათამაშების ჯგუფური ეტაპის გათამაშება გაიმართება სამშაბათს, 18 აგვისტოს, 15:30 მოსკოვის დროით.

გარდა ამისა, FA ახალგაზრდული თასის მესამე ეტაპი დაგეგმილია შაბათიდან, 12 დეკემბრის ჩათვლით.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: sandroo
14 აგვისტო 2020 13:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
სანჩოს დედაც, უპამეკანო დავითრიოთ. უმაგრესია ტიპი. მარჯვენა ფლანგზე გრილიში გრინვუდიც გვეყოფა.
1
№2
ავტორი: shotkin
14 აგვისტო 2020 14:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჩელსიმ ხო იყიდა და იყიდა სასტავი ეხლა კიდე ობლაკი დაიმატა,არსენალმაც კი იყიდა ვილიანი და ესენი რატო არიან ესე ინერტულად აგერ 1 თვეში ახალი სეზონი იწყება კაი არ გამოდის სანჩო ნუ გამოდის ვინმე 1 კარგი მცველი მაინც იყიდონ ცენტრალური, ან კიდე როდემდე უნდა ვწერდეთ ამ ჯონსის,როხოს,ლინგარდის,პერეირას,სმოლინგის და მასეთების წასვლაზე იმენა ძაან ცუდი სატრანსფერო პოლიტიკააა გუნდში მერამდენე წელია გუნდი ნაგვისგან ბოლომდე ვერ იწმინდება რა ხდება ვერ გაიგებ რატო მისტირიან ამ ინვალიდ ჯონსს ან ლინგარდს ან როხოს ან დავიჯერო ესეთი რთულია ამათი გაყიდვა? ვაფშე რა ხდება ამ სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით გუნდში იმენა ვერ გაიგებ.
0
№3
ავტორი: Lalana
14 აგვისტო 2020 17:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: shotkin
ჩელსიმ ხო იყიდა და იყიდა სასტავი ეხლა კიდე ობლაკი დაიმატა,არსენალმაც კი იყიდა ვილიანი და ესენი რატო არიან ესე ინერტულად აგერ 1 თვეში ახალი სეზონი იწყება კაი არ გამოდის სანჩო ნუ გამოდის ვინმე 1 კარგი მცველი მაინც იყიდონ ცენტრალური, ან კიდე როდემდე უნდა ვწერდეთ ამ ჯონსის,როხოს,ლინგარდის,პერეირას,სმოლინგის და მასეთების წასვლაზე იმენა ძაან ცუდი სატრანსფერო პოლიტიკააა გუნდში მერამდენე წელია გუნდი ნაგვისგან ბოლომდე ვერ იწმინდება რა ხდება ვერ გაიგებ რატო მისტირიან ამ ინვალიდ ჯონსს ან ლინგარდს ან როხოს ან დავიჯერო ესეთი რთულია ამათი გაყიდვა? ვაფშე რა ხდება ამ სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით გუნდში იმენა ვერ გაიგებ.

მგონი გაყიდვაზე საერთოდ არ მუშაობენ ესენი და მითუმეტეს არც მათი აგენტები.გუნდს აუცილებლად სჭირდება გაძლიერება,ამ შემადგენლობით ვერ გვექნება პრეტენზია პირველობისთვის.არის აშკარა ხარვეზები შემადგენლობაში და საჭიროა ამ ხარვეზების ამოვსებაც,თან სკამიც არ გვყავს ისეთი რომ ვინმემ გააძლიეროს შემადგენლობა.ჯერ კიდევ არის დრო ტრანსფერების განხორციელებისთვის და ვნახოთ რას იზამენ,რესურსი კი აუცილებლად გვჭირდება,რადგან ამ რესურსით ამხელა ჩემპიონატში ვერ გავუწევთ სათანადო კონკურენციას თუნდაც სიტის.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2020 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კარგია, ზედმეტი თამაშები იყო ტყუილად.
0
№5
ავტორი: The Special One
14 აგვისტო 2020 17:42
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
არც ყიდვა,არც გაყიდვა,სრული სიწყნარეა ჩვენს გუნდში გეგონება ეგრე ფეხი ფეხზე გადასადებად აქვთ საქმე ;დდ გაგიჟება შეიძლება მოკლედ ამ წუნკალა არსენალმაც კი ვილიანის კალიბრის ფეხბურთელი დაიმატა და ჩვენ 231238 წელია სანჩოს ვკერავთ.

მოიყვანონ ტრაორე გრინვუდის ზამენად,გრილიში სკამზე და დეკლან რაისი ძირითადისთვის,მორჩა ვსო.რაისი თუ არა უპამეკანო თუ რაცაა ეგ უეჭველი თავგაზას მეწყვილედ და ეგ გუნდი უკვე გაიწევს პრემიერ ლიგაზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2020 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
მშვენიერი გადაწყვეტილებაა
0
№7
ავტორი: shotkin
14 აგვისტო 2020 19:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
ჩელსიმ ხო იყიდა და იყიდა სასტავი ეხლა კიდე ობლაკი დაიმატა,არსენალმაც კი იყიდა ვილიანი და ესენი რატო არიან ესე ინერტულად აგერ 1 თვეში ახალი სეზონი იწყება კაი არ გამოდის სანჩო ნუ გამოდის ვინმე 1 კარგი მცველი მაინც იყიდონ ცენტრალური, ან კიდე როდემდე უნდა ვწერდეთ ამ ჯონსის,როხოს,ლინგარდის,პერეირას,სმოლინგის და მასეთების წასვლაზე იმენა ძაან ცუდი სატრანსფერო პოლიტიკააა გუნდში მერამდენე წელია გუნდი ნაგვისგან ბოლომდე ვერ იწმინდება რა ხდება ვერ გაიგებ რატო მისტირიან ამ ინვალიდ ჯონსს ან ლინგარდს ან როხოს ან დავიჯერო ესეთი რთულია ამათი გაყიდვა? ვაფშე რა ხდება ამ სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით გუნდში იმენა ვერ გაიგებ.

მგონი გაყიდვაზე საერთოდ არ მუშაობენ ესენი და მითუმეტეს არც მათი აგენტები.გუნდს აუცილებლად სჭირდება გაძლიერება,ამ შემადგენლობით ვერ გვექნება პრეტენზია პირველობისთვის.არის აშკარა ხარვეზები შემადგენლობაში და საჭიროა ამ ხარვეზების ამოვსებაც,თან სკამიც არ გვყავს ისეთი რომ ვინმემ გააძლიეროს შემადგენლობა.ჯერ კიდევ არის დრო ტრანსფერების განხორციელებისთვის და ვნახოთ რას იზამენ,რესურსი კი აუცილებლად გვჭირდება,რადგან ამ რესურსით ამხელა ჩემპიონატში ვერ გავუწევთ სათანადო კონკურენციას თუნდაც სიტის.

კიბატონო უბრალოდ ცენტრალური მცველის პოზიციაზე არიან , 1)მაგუაიერი 2)ლინდელოფი 3)სმოლინგი 4)როხო 5)ჯონსი 6) ბაილი აი სკამისთვისაც ზედმეტია ამდენი მცველი რად უნდათ? :დ ჯონსი რო ჯონსია მაგასაც სიამოვნებით წაიყვანს ვინმე ბარნლისნაირი ან ნიუკასლისნაირი გუნდი და ზედმეტი ფეხბურთელებისგან ფულის კეთებაც თუ არუნდათ აბა რაუნდათ მე პროსტა არ მესმის რატო არიან ამ გუნდში ამდენი მცველები
0
№8
ავტორი: PaLoMo
15 აგვისტო 2020 01:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ციტატა: sandroo
სანჩოს დედაც, უპამეკანო დავითრიოთ. უმაგრესია ტიპი. მარჯვენა ფლანგზე გრილიში გრინვუდიც გვეყოფა.

სანჩოში არ გადაიხადეს 100მილიონი და გრილიშში 80ს გადაიხდიან?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top