"მანჩესტერ იუნაიტედს" კონკურენციის საფრთხე ემუქრება მომავალ ზაფხულს მინიმუმ ორი სხვადასხვა კლუბიდან, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ შემდეგ ზაფხულამდე გადადებენ დორტმუნდის "ბორუსიისდან" ინგლისელი ჯეიდონ სანჩოს შეძენას.
დორტმუნდის ხელმძღვანელებმა ამ კვირაში ცხადი გახადეს, რომ აღარ აპირებენ სანჩოს გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში.
”ჩვენ პრინციპულები ვართ. ორშაბათს ზორკმა ყველაფერი კარგად ახსნა. ეს კი პრინციპულობას ნამდვილად ნიშნავს. ამიტომ ჯეიდონი ითამაშებს კვლავ ჩვენთვის 2020/21 წლების სეზონში. სხვა ინტერესები კი ნამდვილად არ არის.”
ამჟამად, კი "წითელმა ეშმაკებმა" არ ისურვეს 108 მილიონი ფუნტის გადახდა, რომელიც ბორუსიამ 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელისთვის მოითხოვა.
ამასთან ერთად სანჩოს ხელში ჩაგდება კიდევ უფრო რთული იქნება მომავალ სეზონში. ამ დროისთვის საფეხბურთო ეკონომიკას უკან უნდა დაეწია, თუმცა ეს ასე არ მოხდა რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეიდონი უფრო იაფი აღარ იქნება.
გამოცემა, Daily Mirror - ის ცნობით, კი მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" მზად იქნებიან კონკურენცია გაუწიონ "იუნაიტედს" სანჩოს შეძენაში, ამიტომ მხოლოდ ამ ფანჯარაზე ჰქონდა"იუნაიტედს" დიდი შანსი უკონკურენტოდ გადმოებირებინათ ინგლისელი ნახევარმცველი თავიანთ გუნდში.
ტრანსფერები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.