"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრა ფორვარდმა მეისონ გრინვუდმა მოკლე ინტერვიუ მისცა უეფას ოფიციალურ ვებსაიტს, რომელშიც მან თქვა, თუ რა დაეხმარა მას ამ სეზონში წარმატებით ასპარეზობაში ევროპის ლიგაზე."
გვითხარით, რა შეგძინათ ევროპა ლიგამ და როგორ განვითარდით ამ სეზონში?
"როგორც ხედავდით ასტანასთან მატჩში, დიდი და კარგი შანსი მივიღე (გრინვუდის პირველი გოლი მაღალ საკლუბო დონეზე) ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ვინც ამ სეზონში ითამაშა ამ ტურნირზე. მაგალითად, ასტანაში ჩასვლის დროს, როდესაც იუნაიტედს აკადემიიდან უამრავი ბიჭი ჰყავდა. ცხადია, კარგი სეზონი მქონდა ევროპის ლიგაზე ამ წელს. მე მაშინ ძალიან კარგი თამაში მქონდა და კარგად გამოვიყენე. ეს კარგი მეთოდია პირველი გუნდის თამაშისთვის, საკუთარი თავის ადაპტირებისა და განვითარებისთვის."
რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის მოთამაშე, რომელიც პირველ გუნდში გადადის ?
"ძალიან კარგი შეგრძნებაა, ახლა ჩვენ სხვა აკადემიის მოთამაშეებიც გყავს. როდესაც ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ვაკვირდებოდი მარკუს რაშფორდს, ჯესი ლინგარდს, სკოტ მაკტომინეის - მათ განვითარების გზა წარმატებით გაიარეს. ვფიქრობდი, თუ მათ ეს მოახერხეს, მეც ასევე შემიძლია ამის გაკეთება. მათ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს პირველ გუნდში."
რაზე საუბრობდნენ მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი?
"ნუ იქნებით ამპარტავანი და მუდამ შრომით იყავით დაკავებული. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უბრალოდ ყურადღება გაამახვილეთ თქვენს მიზნებზე, რადგან თქვენ ხართ მსოფლიოს ერთ – ერთ საუკეთესო კლუბში და ამისგან ნამდვილი სიამოვნება უნდა მიიღოთ. სერიოზულად, თქვენ უნდა ისიამოვნოთ და უნდა გაითვალისწინოთ ყველაფერი. ისინი ჩემთვის კარგი და დიდი მაგალითები არიან, რადგან მათ ძალიან მცირე ასაკში ვხედავდი, ახლა კი მათ გვერდით ვთამაშობ იმავე გუნდში."
მანჩესტერ იუნაიტედმა 2017 წელს უკვე მოიგო ევროპა ლიგა. გახსოვთ, სად უყურეთ ამ ფინალს აიაქსის წინააღმდეგ?
"დიახ მახსოვს. კარგი თამაში იყო. სახლში ვიყავი და მშობლებთან ერთად ვუყურებდი მას. და რა თქმა უნდა, ჩვენ ბედნიერად ვზეიმობდით გამარჯვებას. ამ ტურნირზე ფინალში თამაშის საშუალება რომ მომეცეს და ის მოვიგო, ეს იქნება ფანტასტიკური ჩემთვის."
გიფიქრიათ მარკუს რაშფორდის ფანტასტიკურ თამაშზე: ”თქვენ იცით რა ? მე შემიძლია ამის გაკეთებაც ?
"დიახ. როგორც ვთქვი, როდესაც ხედავთ, რომ მას სხვა მოთამაშეები კარგად ხედავენ, გრძნობენ და აკეთებენ თქვენ აკადემიაში ფიქრობთ, რატომ არ შემიძლია მეც ამის გაკეთება ? ეს არის აკადემიაში ყველა ბავშვის ოცნება: მოხვდეს პირველ გუნდში და იყოს მთავარი მოთამაშე მანჩესტერ იუნაიტედისთვის. ეს საუკეთესოა, რაც ამ კლუბში შეგიძლია რომ გააკეთო. ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებ, მე უბრალოდ უნდა გავჩერდე, შევინარჩუნო ეს ფორმა და განნვითარდე, რადგან კიდევ ძალიან გრძელი გზა მაქვს გასავლელი."
რა იყო საუკეთესო რჩევა, რამაც მიგიყვანათ იქამდე სადაც დღეს ხართ?
"მე ყოველთვის მინდა უფრო მეტს მივაღწიო და სრულყოფილება გამოვავლინო. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თამაში, ყოველთვის შეგიძლიათ დამატებითი ძალისხმევა. აქ გაჩერებას არ ვაპირებ, ყოველთვის შეიძლება უკეთესი ფეხბურთელი გახდე, ვიდრე ახლა ხარ. მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს ამ კლუბში, ასე რომ, ეს თავისთავად მეტყველებს შენს განვითარებაზე."
მაშინ რა გაქვთ გასაუმჯობესებელი თქვენს თამაშში?
"ვფიქრობ, ეს არის თავით გატანა. ამ სეზონში პირველი გუნდის მატჩებში თავით არ გამიტანია გოლები. ამიტომ კარგი იქნება, რომ ევროპა ლიგის დასრულებამდე ერთ-ერთი გოლი ასეთი მქონდეს."
წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.