Sky Sports- ის ჟურნალისტი კაე სოლეკოლი გვაწვდის უახლეს ინფორმაციას ჯეიდონ სანჩოს პოტენციური ტრანსფერთან დაკავშირებით მანჩესტერ იუნაიტედში.
”იუნაიტედი არ აპირებს სანჩოს ტრანსფერზე უარის თქმას ამ ზაფხულს, მაგრამ დორტმუნდი და მათი აგენტები ართულებენ საკითხებს”, - წერს სოლეკოლი. - უფრო ადვილი იქნებოდა ტრანსფერი, თუ "იუნაიტედი" შეძლებდა უშუალოდ პირდაპირ მოლაპარაკებას გერმანულ კლუბთან. არ არის შეთანხმებული ჩასარიცხი თანხის ოდენობა, აგენტებზე გასაცემი საკომისიო და ხელფასის ოდენობა."
”სიტუაცია არანაირად არ იცვლება, იუნაიტედი კი ამ ფაქტით შეშფოთებულია. წითელი ეშმაკების მოლაპარაკების შეჩერების მიზეზი არის ის, რომ დორტმუნდი დაჟინებით მოითხოვს, რომ მოლაპარაკებები აგენტებით აწარმოოს. სწორედ ამიტომ გარკვეულ იმედგაცრუებას იწვევს ინგლისელთა ბანაკში ეს ფაქტი. სანჩოს ხელფასის და აგენტების მოსაკრებლის საკითხი კვლავაც პრობლემად რჩება."
კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, რომ სიტუაცია სანჩოს ტრანსფერთან დაკავშირებით რთულადაა.
”იუნაიტედი” მიიჩნევს, რომ არაპროფესიონალიზმია ის, რომ დორტმუნდი ისევ დაჟინებით მოითხოვს მოლაპარაკებებს აგენტების მეშვეობით, ვიდრე უშუალოდ გუნდთან." თქვა რომანომ. - ეს ფაქტი ყოველთვის იყო და იქნება პრობლემა მსგავსი მოლაპარაკებების მხრივ. "იუნაიტედი" ასევე იმედგაცრუებულია მოლაპარაკებების ნელი განვითარებით. ”
”დორტმუნდი ძალიან მკაფიო და მყარ პოზიციას იკავებს. ისინი ითხოვენ 120 მილიონ ევროს ყოველგვარი პრემიების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში სანჩოს არსად არ გაყიდიან ამ ზაფხულს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მას შეუძლია კიდევ ერთი სეზონი დარჩეს მათთან, როგორც ზორკმა განაცხადა არაერთ განცხადებაში.”
წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.