"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელმი ოლე გუნარ სოლსკაიერი აღფრთოვანებულია, რომ მისმა გუნდმა თავიდან აიცილა პენალტების სერია ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, კოპენჰაგენის წინააღმდეგ.
კოპენჰაგენის მეკარე, კარლ-იოჰან იუნსონი შთამბეჭდავად იჭერდა და იგერიებდა ნებისმიერ დატყმულ ბურთს, გარდა ბრუნო ფერანდეშის 11 მეტრიანი დარტმისა, რომელიც პირველ ექსტრა ტაიმში გაიტანა და ამ შედეგით სოლსკიაერი ძალიან ბედნიერია.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენ გავედით შემდეგ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას ამ ღამით. ძალიან კარგი შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი მათი მომენტი, სადაც შეიძლებოდა პრობლემები შეგვქმნოდა. მეტოქესთან მოგება ძალიან გაგვიჭირდა."
"ჩვენ კარგი გუნდის წინაშე წარვსდექით, კარგად ორგანიზებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ თამაშის კარგი გეგმა და ჩვენ ვიცოდით, რომ ძნელი იქნება მათი დამარცხდბა. თუმცა ჩვენ ასევე ვიცოდით ისიც, რომ გვექნებოდა შანსიც."
"ამ სეზონში უკვე მესამედ გავედით ნახევარფინალში ყველა ტურნირზე რომელშიც ჩვენ ვითამაშეთ. დღეს, კოპენჰაგენის მეკარეს შესანიშნავი თამაში ჰქონდა. ჩვენ ასევე ორჯერ მივეცით მათ შანსი."
"ნახევარფინალი? ყოველ შემთხვევაში მშვენიერი შეხვედრა იქნება. ვულვერჰემპტონის შესახებ სრული ინფორმაცია გვაქვს. სევილია ასევე შთამბეჭდავია. ჩვენ სეზონის მესამე ნახევარფინალამდე მივაღწიეთ და ახლა გვსურს ფინალამდე მისვლა."
ბრუნოს საჯარიმო დარტყმის შეცვლილ სტილზე: ”მან იცის, რომ ნებისმიერი მეკარე შიშით დაელოდება მის დარტმულს. ის დარტყმას მშვენივრად ასრულებს ორივე მხრიდან, ასე რომ ის კარგად გაერკვა სიტუაციაში, ნებისმიერ შემთხვევაში, ვამბობ რომ ის ამას ჩემზე უკეთ აკეთებს. !" - დაასრულა ნორვეგიელმა.
Manutd8.com
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.