"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკაიერი, რომელიც ევროპა ლიგის მეოთხედფინალში კოპენჰაგენი დაამარცხა, კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით რომ ანტონი მარტილსა და მარკუს რაშფორდს შეეძლოთ ერთმანეთისთვის კონკირენციის გაწევა გასულ სეზონში გუნდის ბომბარდირის ტიტულისთვის.
"მათ შორის კონკურენცია არ არსებობს. ხედავთ, თუ როგორ კარგარ თამაშობენ ანტონი და მარკუსი. ისინი ყოველთვის მზად არიან ერთმანეთს დაეხმარონ გოლის გატანაში."
”მე ვიცი, რომ არ უნდა იყოს ეგოისტობა გუნდის მოთამაშეებს შორის. ჩვენ გვაქვს ერთი საერთო ამოცანა - "მოვიგოთ თამაში" თუკი ოდესმე ვიგრძნობ, რომ ფეხბურთელები თამაშობენ საკუთარი თავისთვის, პირად პრემიაზე ან რაიმე სახის ჯილდოზე, მაშინ ეს ფეხბურთელები ჩემს გუნდში აღარ იქნებიან. - ეს მარტივია."
"მე არ მჭირდება გუნდში ეგოიზმი. თქვენ არ გაქვთ უფლება იფიქროთ კონკრეტულ ფეხბურთელზე რომელიც მეტ გოლს იტანს. როდესაც გუნდი იმარჯვებს, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ფეხბურთელმა 15 ან 30 გოლი გაიტანა. ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მან წვლილი შეიტანა განარჯვებაში."
"ვან ნისტელროი ძალიან მიზანსწრაფული იყო. როდესაც ჩვენ 4-0 მოვიგეთ მას არ გაუტანია, რადგან საკუთარ თავზე თამაში სირცხვილია. გადახედეთ მას და ნახავთ." - განაცხადა სოლსკერმა.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.