"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკაიერი აცხადებს, რომ მეკარე დევიდ დე ხეა შეიძლია კარში დაბრუნდეს ევროპის ლიგაზე შემდგეგ ტურში.
სოლსკაიერი ფიქრობს რომ შეცდომა დაუშვა როდესაც გასულ თვეში, FA თასის ნახევარფინალში ჩელსის წინააღმდეგ დე ხეას მიანიჭა დიდი უპირატესობა, ვიდრე მის დუბლიორ სერხიო რომეროს.
ოთხშაბათს ღამით ევროპა ლიგის მატჩში კი, რომერომ მიიღო თავისი შანსი, რამდენჯერმე რთული ბურთიც მოიგერია და წითელი ეშმაკები LASK - ის წინააღმდეგ განარჯვებით შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
თუმცა, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, სოლსკაიერმა განაცხადა, რომ მას არ ჰყავს ფიქსირებული მეკარე ამა თუ იმ ტურნირისთვის და არჩევანი ყოველთვის შეიძლება შეცვალოს.
"სერხიომ ნამდვილად საუკეთესოდ ითამაშა ოთხშაბათს. მე არ ვაპირებ სერხიოს დავარქვა ევროპა ლიგის მეკარე. მე ყოველთვის ვირჩევ მათ იმის მიხედვით თუ რომელი მათგანი იმყოფება საუკეთესო ფორმაში კონკრეტული მატჩისთვის."
”ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ისეთ გუნდს, რომელიც გვჯერა, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული გახდება, ასე რომ ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ."
ასევე არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დინ ჰენდერსონის ოლდ ტრაფორდზე დაბრუნების შემთხვევაში, სერხიო რომეროს სათამაშო დრი საკმაოდ შეუმცირდება და შეიძლება შემადგენლობაში მოხვედრასაც დაემშიდობოს. ასე, რომ თუ ახალგაზრდა ინგლისელი მეკარე მომავალ სეზონში იუნაიტედში დარჩება, რომ კონკურენცია გაუწიოს დავიდ დე ხეას, სერხიოს ადგილი უბრალოდ გუნდში აღარ იქნება.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.