ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ევროპა ლიგის მეოთხედფინალში "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდება.
დაცვის ხაზს აარონ ვან-ბისაკა, ერიკ ბაიი, ჰარი მაგუაერი და ბრენდონ უილიამსი შეადგენენ, ხოლო კარში სერხიო რომერო დგას.
შუა ხაზში ფრედი ითამაშებს, რომელსაც პარტნიორობას პოლ პოგბა და ბრუნო ფერნანდეში გაუწევენ. შეტევაში კი უცვლელი ტრიო იქნება წარმოდგენილი მეისონ გრინვუდის, მარკუს რეშფორდისა და ენტონი მარსიალის სახით.