"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ფრანგულ "ლილში" გაყიდული ანხელ გომესი "ბოავიშტაში" ითამაშებს იჯარის წესით.
პირველ გუნდში სათამაშო პრაქტიკის მიუღებლობის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელმა შეთანხმების ვადის ამოწურვისთანავე დატოვა "იუნაიტედი" და სამშაბათს ოფიციალურად გახდა "ლილის" მოთამაშე.
"იუნაიტედს" ნიჭიერი ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა გომესს აღარ სურდა, რის ნაცვლადაც მომდევნო სეზონის პორტუგალიაში გატარება ამჯობინა.
მისი ახალი კლუბის "ინსტაგრამ" გვერდზე ვკითხულობთ: "ამბობენ, რომ პერსპექტიულია, ჩვენ კი უკვე ჭეშმარიტებას ვხედავთ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩატარებული მისი ყველა ვარჯიშიდან გამომდინარე 6 წლის ასაკიდან. ანხელი ყოველთვის გამორჩეული იყო. 2015-ში ის "იუნაიტედის" პრემიერ თასის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, 2016/17 წლებში "წითელ" გუნდში მისი დებიუტი შედგა, როცა "კრისტალ პალასთან" მატჩში უეინ რუნი შეცვალა, რის შედეგადაც "წითელი ეშმაკების" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ანხელ გომესი, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონის, პორტუგალიელი ჟილ გომესის შვილი, ეროვნული ნაკრების საოცარი ისტორიის მატარებელია, თუმცა ინგლისის ნაკრების რიგებში. მან გაიარა ყველა შესაძლო ეტაპი (16 წლამდელები, 17, 18 და 19), რის განმავლობაშიც 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ შთამბეჭდავი CV აქვს, რასაც "ბოავიშტაში" მისი გადასვლა ემატება. კეთილი იყოს შენი მობრძანება, პანტერა".