თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2020, 09:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 6
სოლსკიაერი ევროპა ლიგის პლუსებზე საუბრობს
ნორვეგიელის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნა მის გუნდს დაეხმარა.
სოლსკიაერი ევროპა ლიგის პლუსებზე საუბრობს
ოლე გუნარ სოლსკიაერს მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შემთხვევაში ბრენდონ უილიამსსა და მეისონ გრინვუდს იმდენივე სათამაშო პრაქტიკას ვერ მისცემდა, რამდენიც ამ უკანასკნელებმა მიიღეს.

2018/2019 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში მექვსე ადგილზე გასვლის შედეგად "იუნაიტედმა" მომდევნო მიმდინარე სეზონი ევროპა ლიგაზე გაატარა, სადაც მეოთხედფინალურ ეტაპზე იმყოფება.

სწორედ ამ ტურნირზე შედგა 18 წლის გრინვუდის პირველი კარიერული გოლი "ასტანას" წინააღმდეგ, 19 წლის უილიამსმა კი სადებიუტო მატჩი "აზ ალკმაარის" წინააღმდეგ ჩაატარა და ჯამში ექვსჯერ მოხვდა ტურნირზე გამართული შეხვედრების სასტარტო შემადგენლობაში.

ჯამში სოლსკიაერმა აკადემიის აღზრდილ რვა ფეხბურთელს მისცა ევროპა ლიგაზე სადებიუტო მატჩის ჩატარება და აქიდან 6 "ასტანასთან" მატჩში, ამჟამად კი ითენ ლეირდი, ტედენ მენგი და ითენ გელბრეითი კიოლნში იმყოფებიან თანაგუნდელებთან ერთად, სადაც დღეს "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდებიან.

წინა თვეში სოლსკიაერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომდევნო სეზონში ის ვერ შეძლებს როტაციას ისევე ხშირად მიმართოს, როგორც ამას ახლა აკეთებს: "ამ სეზონს იმ ლოგიკით მივუდექით, რომ ევროპა ლიგა შესანიშნავი შანსია ჩვენთვის. პირველი: ტიტულის მოგება, ტურნირზე შორს გასვლა და ასევე რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შანსი მიცემა, რაც იდეალური შესაძლებლობაა.

ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვყოფილიყავით... რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვინდა, მაგრამ ბრენდონის მსგავს ფეხბურთელებს ისე ხშირად ვერ ვათამაშებდით, როგორც ახლა. მეისონსაც ასევე, სხვა ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთაც კარიერა ფანტასტიკურად დაიწყეს.

ევროპა ლიგა ყოველთვის იყო შემადგენლობის ერთად შეკვრის, ჯგუფურად მუშაობისა და ხალხისთვის შანსის მიცემის საშუალება. ბრენდონი ახლა ჩემ გვერდით ზის და ევროპა ლიგის მეოთხედფინალში სათამაშოდ ემზადება, რაც მისთვის დიდებული მიღწევაა. თან შესანიშნავად თამაშობდა.

მთელი სეზონის განმავლობაში ვვითარდებოდით. ჩვენი შემადგენლობა მანამდეც ერთად შრომობდა, და რა თქმა უნდა, იანვარში კიდევ განვახორციელეთ ცვლილებები, რამაც უფრო გაგვაძლიერა.

თუმცა, გუნდური შრომა, რასაც ჩვენ ვაღწევდით, ჯგუფს უფრო და უფრო კრავდა, რაც უფრო ბუნებრივ სახეს იღებს და ამის ხარჯზე კარგ ფორმაშიც ჩავდექით.

კარგი ფეხბურთელები გვყავს, ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ. 23 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხება ძალიან კარგი შედეგია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 აგვისტო 2020 10:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მაინც უჩლ გვინდა, ევროპა ლიგის ხსენება არ იყოს შემდეგ სეზონებში :D
0
№2
ავტორი: Rooni
10 აგვისტო 2020 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ხოდა ბავშვებს რო ვერ ათამაშებენაგიტპ უმდა გაენძრიათ ცენზურა და სანჩო ეყიდათ 20მილიონს რო ნიტიროდნენ
0
№3
ავტორი: ikeoni
10 აგვისტო 2020 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
ციტატა: SANDROGRIGA
მაინც უჩლ გვინდა, ევროპა ლიგის ხსენება არ იყოს შემდეგ სეზონებში :D

ბაზარი არაა:)))
1
№4
ავტორი: giorgi_mg
10 აგვისტო 2020 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ანუ სტო პერიოდი დაიჭირა მომდევნო წელს სკამს გახეხავო? თუ პირიქით მოტივაცია მისცა განვითარებაზე.
რაც არ უნდა ეთქვა ძალიან მაგრად მსჯელობს ეს ადამიანი და სწორად უდგება საკითხებს...
0
№5
ავტორი: zulte waregem
10 აგვისტო 2020 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
2-3ფეხბურთელი თუ არ დავიმატეთ უჩლ გაგვიჭირდება. ჯერ მარტო სიტი და ლივერპული რა დღეში არიან სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ

0
№6
ავტორი: avto1111
10 აგვისტო 2020 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
თამაშს სად ვუყურო რამე საიტი მომეცით რაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top