"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ახსნა, თუ რატომ არ გაფრინდა ფილ ჯონსი გერმანიაში თანაგუნდელებთან ერთად.
ცენტრალური მცველი სეზონის შეწყვეტის შემდეგ ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომე ევროპა ლიგაზე 30-კაციან განაცხადში ჯონსის გვარიც ფიგურირებს, "კოპენჰაგენთან" შეხვედრაში ოლე გუნარ სოლსკიაერს მისი იმედი ვერ ექნება.
კიოლნში ჩაფრენის შემდეგ მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ფეხბურთელების შესახებ უფრო ფართოდ ისაუბრებს.
"სეზონის განახლების შემდეგ ფილი ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებს მუხლის ტრავმის მოსაშუშებლად. ეს მისთვის კარგი შესაძლებლობა იყო, რადგან პრემიერ ლიგის დარჩენილ მატჩებში მისი დამზღვევი ფეხბურთელები გვყავდა დაცვის ხაზში, ხოლო სანამ ჩვენ გერმანიაში ვიქნებით, ჯონსი სავარჯიშო კომპლექსზე ფიტნესის მწვრთნელთან ერთად ივარჯიშებს."