თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2020, 21:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2045,
კომენტარები: 2
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ოლე გუნარმა ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედს" "კოპენჰაგენთან" მატჩისთვის დიდი შემადგენლობა ჰყავს.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ ფილ ჯონსი, ლუკ შოუ და აქსელ ტუანზებე გუნდს გერმანიაში არ გაჰყოლიან, თუმცა ჯეიმს გარნერი და ითენ გელბრეითი თვითმფრინავის ტრაპზე შეიმჩნეოდნენ.

მწვრთნელს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი - პირველი და უმთავრესი, ვინ დადგება კარში.

სერხიო რომერომ ამ ტურნირზე "იუნაიტედის" მატჩების უმეტესი ნაწილი ჩაატარა, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ "ლასკთან" შეხვედრის შემდეგ კარში ადგილს შეინარჩუნებს.

"კარგი შეკითხვაა", უპასუხა სოლსკიაერმა, როცა დანიელთა წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობის შესახებ ჰკითხეს. "რადგან მიმაჩნია, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე პრივილეგირებული მწვრთნელი ვარ მეკარეთა არჩევანის მხრივ, ვინაიდან მე მყავს სერხიო, დავიდი და ახლა უკვე უკან დაბრუნებული დინ ჰენდერსონიც. ეს ტოპ კლასის მეკარეთა არჩევანს ნიშნავს.

ამ ევროპა ლიგამ, ამ სეზონმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სერხიო ჩვენთვის, ჩემთვის, დავიდმაც ითამაშა ამ ტურნირზე, ამიტომ გადასაწყვეტია, რას ვიზამთ სეზონის დარჩენილ ნაწილში. რთულია, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ სასიამოვნო პრობლემაა."


ჰენდერსონი, რომელიც "შეფილდში" იყო განათხოვრებული, ამ შემადგენლობის წევრი არ არის.

პრესკონფერენციაზე სოლსკიაერმა ასევე დაადასტურა, რომ ბრენდონ უილიამსი სასტარტო შემადგენლობაში იქნება და მარცხენა ფლანგზე ითამაშებს შოუს არყოფნაში.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2020 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
ვაა მართლა საინტერესოა ვის დააყენებს
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 აგვისტო 2020 10:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რომეროს დააყენებს ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top