"რომას" ნახევარმცველის ერიკ ლამელას აგენტმა პაბლო საბაგმა,განაცხადა რომ «მანჩესტერ იუნაიტედს» არ გაუკეთებინა 35 მილიონიანი შემოთავაზება მისი კლიენტისთვის.
"არა ეს სიმართლეს არ შეესაბამება,ჩვენ არანაირი შემოთავაზებები არ გვქონია "მანჩესტერ იუნაიტედისაგან".რათქმაუნდა მე მაქვს კონტაქტი ამ კლუბთან,მაგრამ ჩვენ არასოდეს გვიმსჯელია ლამელას ტრანსფერზე და საერთოდ,ჯერ ადრეა ტრანსფერებზე საუბარი"
შეგახსენებთ რომ წელს ლამელას ანგარიშზე სერია ა-ში 11 გოლია.