გუნდი გერმანიაშია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კიოლნში გაფრინდა, რათა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა ჩაატაროს.
"წითლებს" თან გაჰყვნენ დიოგუ დალო და ვიქტორ ლინდელოფი, რომლებმაც "ლასკთან" საპასუხო მატჩი გამოტოვეს.
გუნდი გერმანიაში უკვე ჩაფრინდა, მოგვიანებით კი ოლე გუნარ სოლსკიაერი პრესკონფერენციას გამართავს.
გუნდს არ გაჰყვა ფილ ჯონსი, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშების სულ ახლახან განაახლა.
კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი კი, რომლებიც თვითმფრინავში იყვნენ, არიან დავიდ დე ხეა, ბრუნო ფერნანდეში, ოდიონ იგალო, ხუან მატა, ნემანია მატიჩი და დენიელ ჯეიმსი.
"იუნაიტედის" ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე 22 ფეხბურთელი ჩანს, თუმცა მათ შორის არ არიან ჰარი მაგუაიერი, ფრედი და ენტონი მარსიალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უმგზავრიათ თანაგუნდელებთან ერთად.
ხოლო მათ შორის, ვინც ნამდვილად ჩანს ფოტოზე, არიან: ბიშოპი, დე ხეა, გრანტი, დალო, ფოსუ-მენსა, ლეირდი, ლინდელოფი, მენგი, ვან-ბისაკა, უილიამსი, ფერნანდეში, გელბრეითი, გარნერი, პოგბა, მატიჩი, მატა, ლინგარდი, პერეირა, ჩონგი, გრინვუდი, იგალო, ჯეიმსი, რეშფორდი.