ბრემენის "ვერდერი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ტაჰიტ ჩონგთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, რასაც გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი ადასტურებს.
ფრანკ ბაუმანის თქმით, ნიდერლანდელ ახალგზარდას მისი გუნდი სათამაშო პრაქტიკას ჰპირდება, რასაც ჩონგი "ოლდ ტრაფორდზე" ვერ იღებს.
20 წლის ფეხბურთელმა მარტში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მას კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს, რომ ტაჰიტმა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს, რასაც თავის გუნდში ვერ ახერხებს.
სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს "ვერდერთან" მოლაპარაკებები:
"ის არის მოთამაშე, რომლითაც დავინტერესდით, არავითარი დამატებითი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. მის პოზიციაზე ასეთ ფეხბურთელი გვჭირდება. "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების კარგად მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიმე დეტალია შესათანხმებელი.
მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ, მაგრამ როცა ფეხბურთელის მრჩეველი ასე ძალდატანებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, აზრი არ აქვს ინტერესის უარყოფას", - განაცხადა "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა.