ოლე გუნარის განცხადება.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრისთვის შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს.
"ლასკთან" 2-1 მოგების შემდეგ "წითლები" გერმანიაში გაემგზავრებიან "კოპენჰაგენთან" დაპირისპირებისათვის, სადაც ერთმატჩიან დუელში გადაწყდება შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა.
აღნიშნულ შეხვედრაში ნორვეგიელმა ცხრა ცვლილება განახორციელა "ლესტერთან" მატჩთან შედარებით, ჟურნალისტებს კი განუცხადა, რომ ორშაბათსაც ამავეს აპირებს.
ჯესი ლინგარდმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში საწყისი წუთებიდანვე მიიღო მონაწილეობა და თავისი მეორე გოლიც გაიტანა ამდენივე მატჩში, როცა ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ აკადემიის აღზრდილი მოგვიანებით მოედნიდან გაიყვანა მწვრთნელმა, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მომდევნო მატჩისთვის შემოინახა.
შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა ხუან მატამაც, რომელმაც "იუნაიტედის" ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა საგოლე პასით, ერიკ ბაიიმ კი "ჩელსისთან" მიღებული დაზიანების შემდეგ სრული 90 წუთი ითამაშა.
ევროპა ლიგა სოლსკიაერს ფეხბურთელების დასვენებისა და როტაციის შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევდა მთელი სეზონის განმავლობაში. ორშაბათს გასამართი შეხვედრა გუნდისთვის მე-60 იქნება მიმდინარე სეზონში და ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩატარდება პრემიერ ლიგაში "ჩელსისთან" სასტარტო შეხვედრაში 4-0 მოგებული მატჩიდან.
"ლასთან" კარს სერხიო რომერო იცავდა - მისი მერვე მატჩი ევროპა ლიგის ამ სეზონში - მაგრამ დაბრუნება დავიდ დე ხეა?
ამის შესახებ ოლემ ოთხშაბათს გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა:
"არ ვაპირებ ვთქვა, რომ სერხიო ევროპა ლიგის მეკარეა. ეს მისი და დავითის საქმეა. ჩვენ ვაპირებთ იმ გუნდის შედგენას, რომელსაც ამ ტურნირის მოგება შეუძლია, ასე რომ, უბრალოდ მოიცადეთ და ნახავთ".დაცვის ხაზთან დაკავშირებით სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ლინდელოფი უბრალოდ დაასვენა და მას არავითარი ტრავმა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ "კოპენჰაგენთან" თამაში შეუძლია. "ლასკთან" პირველი მატჩის 5-0 მოგების შემდეგ კაპიტან ჰარი მაგუაიერის თამაში მოულოდნელი აღმოჩნდა და თუ ასეთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მას ორშაბათს ნამდვილად ვიხილავთ მოედანზე.
"პირველ რიგში, მას თამაში სურს, ის ხომ კაპიტანია. არსებობს მისი კაპიტნობის მიზეზი: მას ყოველთვის სურს თამაში და ამისთვის მუდამ მზადაა. ამ სეზონში მხოლოდ ერთი თუ ორი მატჩი გამოტოვა ავადმყოფობის გამო და ვფიქრობ, რაც უფრო მეტს თამაშობს, მით უფრო იხვეწება. ამ ტურნირის დასრულების შემდეგ დასასვენებლად დროს მიიღებს, ამიტომ ამაზე ღელვა არ ღირს".ლუკ შოუ და აქსელ ტუანზებე სეზონის დარჩენილ ნაწილში ვეღარ ითამაშებენ, მაგრამ სოლსკიაერს იმედი აქვს, რომ ფილ ჯონსი ჯერ კიდევ შეძლებს სეზონის დასრულებამდე გამოჯანმრთელებას. მისი თქმით, შესაძლოა, ინგლისელი მცველი გერმანიაში ვიხილოთ.
რაც შეეხება წინა ხაზს, ენტონი მარსიალი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ამის დემონსტრირება "ლასკთანაც" შეძლო, გაუტანა რა გვიანი გოლი, რითაც 21 გოლი დაუგროვდა ყველა ტურნირზე და "იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ბომბარდირობისთვის დავაში მარკუს რეშფორდს 1 გოლით გადაასწრო.
წყარო:
manutd.com