"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკაიერმა გამაცხადა, რომ ევროპის ლიგის მოგება მისი გუნდისთვის დიდი ნაბიჯი იქნება.
ამ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგიაში მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო ლიგის თასსა და FA თასზე ისინი ნახევარფინალურ ეტაპიდან გამოეთიშნენ ბრძოლას.
ამჯერად კი, მხოლოდ ევროპა ლიგა ტოვებს "იუნაიტედისთვის" შესაძლებლობას, რომ სეზონი დასრულონ ტიტულით და თუ ეს მოხდება, სოლსკიაერი დარწმუნებულია იმაში, რომ მოგების შემთხვევაში ამ ტიტულს ზუსტად ისეთივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, როგორც 1993 წელს სერ ალექს ფერგიუსონის "ეშმაკების" პირველ გაჩემპიონებას ჰქონდა.
”ევროპა ლიგის მოგება უზარმაზარ განსხვავებას და თავდაჯერრბულობას შექმნის ჩვენთვის. თქვენ ხედავთ, როგორი სიხარული და განცდა იყო, როდესაც სერ ალექსმა პირველად მოიგო პრემიერ ლიგა."
”პირადად მე, როდესაც მოთამაშის პოზიციიდან მოვიპოვე ჩემი პირველი ტიტული, გავხდი ძალიან თავდაჯერებული და შეუპოვარი, რადგან გამარჯვება სასიამოვნოა.”
"როგორც მწვრთნელმა, მე პირველად მოვიგე ლიგა მიოლდესთან ერთად კლუბის 100 წლოვან ისტორიაში. მას შემდეგ ცხრა წლის განმავლობაში ოთხჯერ გავხდით ჩემპიონები. ამ გამარჯვებამ მთლიანი კლუბისთვის ბევრი რამ შეცვალა."
"რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ აუცილებლად, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მესამეზე დავამთავრეთ სეზონი. სწორედ ახლა კი ამ გუნდმა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი გამარჯვებისკენ და ხელები ტიტულზე მოათავსოს."
"ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ორ ნახევარფინალში, FA თასი და ლიგის თასი, თუმცა ოროვე მათგანში დავმარცხდით, ამიტომ ძალიან გვინდა ტიტული მოვიგოთ,” - განაცხადა სოლსკერმა Sky Sports. - თან.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.