"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედს" სულ უფრო და უფრო უახლოვდება.
ბრიტანული პრესის თანახმად, გერმანელებმა პოზიცია შეცვალეს და 120 მილიონს ერთიანად აღარ ითხოვენ. თავად სანჩოს მოქმედებებიც აჩქარებს მათ, რომ ინგლისელი რაც შეიძლება სწრაფად გაყიდონ. ტრანსფერი 10 რიცხვამდე უნდა დაიხუროს, რადგან "დორტმუნდი" წინასასეზონო შეკრებას იწყებს.
ორივე მხარე შექმნილ სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებს. საბოლოო შეთანხმება მაინც 120 მილიონზე შედგა, თუმცა ამ თანხას "იუნაიტედი" რამდენიმე ეტაპად გადაიხდის.