ალექსის სანჩესის კონტრაქტის შესყიდვაზე გარიგება შედგა. ჩილელი იატლიურ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება ამ დროში 15 მილიონ ევროს შეადგენს.
აღნიშნული ტრანსფერი ევროპა ლიგაზე "ინტერსა" და "ხეტაფეს" შორის გასამართი დაპირისპირების შემდეგ დადასტურდება. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, "ნერაძურის" ეს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება.
სანჩესმა მილანური კლუბის მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.