როგორც გაირკვა 30 წლის კრის სმოლინგი თავის კლუბს უბრუდნება. ამ ეტაპზე სატრანსფერო შეთანხმება ვერ შედგა "ინტერთან", ხოლო იჯარის წესით განათხოვრებაზე თავად "იუნაიტედმა" თქვა უარი.
ინგლისელი მცველის შეძენის სურვილი კი "ბებერმა ქალბატონმა" გამოთქვა, ოღონდ იმ პირობით თუ ინგლისელები გაცვლას დათანხმდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ფულის დახარჯვას არ აპირებენ და "წითელ ეშმაკებს" ფედერიკო ბერნანდესკი შეთავაზეს.