"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მეისონ გრინვუდის წარმოუდგენელ პროგესზე ისაუბრა. 18 წლის შემტევი პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ "წითელი ეშმაკების" მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება.
"მე დეტალურად ვიცი გრინვუდს კარგად როდის სძინავს და როდის თამაშობს გვიანობამდე ფლეისთეიშენს. ჩვენ აღარ გვიკვირს მისი გოლები, რადგან შესანიშნავი გოლეადორია"
გრინვუდი "მანჩესტერის" აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო.