"მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ რაიან გიგზმა წითელ ეშმაკებს ურჩევს ასტონ ვილას ნახევარმცველის ჯეკ გრილიშისა და დორტმუნდის ბორუსიას ნახევრმცველი ჯეიდონ სანჩოს შეძენას“
პრესაში არსებული ახალი ჭორების თანახმად, იუნაიტედმა დაკარგა ინტერესი გრილიშის მიმართ, მაგრამ დიდად დარწმუნებულია სანჩოს შეძენაში.
გიგზი თვლის, რომ ორივე მოთამაშე სასარგებლო იქნებოდა ოლე გუნარ სოლსკაიერის გუნდისთვის, რომელიც პრემიერ ლიგაში მესამე ადგილის მოპოვების შემდეგ გაძლიერებას გეგმავს.
”ის კარგი მოთამაშეა. რაც გრილიშთან დაკავშირებით მომწონს, არის ის, რომ იგი პრემიერ ლიგაში მიჩვეულია და არ სჭირდება ადაპტირება. ის იქნება სწორი არჩევანი და მისი იუნაიტედში ”თამაში იქნება ძალიან კარგი გუნდისთვის."
”ასევე კარგია, რომ მან წელს 10 გოლი გაიტანა, რადგან ეს არის შეკითხვა, რომელსაც პირველ რიგში დავსვავდი: არის თუ არა საკმაოდ კარგი მოთამაშე და აქვს თუ არა მას საკმარისი გოლები?
"ასევე სანჩო არის სწრაფი, განსხვავებული, ამავე დროს ჭკვიანიც. ის, რაც მე მასში მიყვარს, არის ის, რომ ის არ ნერიულობს და არის თავდაჯერებული გარდამტეხ მომენტებში.
”ეს ორი მოთამაშე არიან ისინი, ვინც გუნდს ძალიან კარგად გამოადგება. მათ ამავე დროს შეუძლიათ კონტრშეტევაზე თამაში თუ გუნდი ასე თამაშობს და სჭირდება."
”თუ ეს ორი მოთამაშე ხელმისაწვდომი იქნება, მე მათ აუცილებლად ვიყიდდი”, - განაცხადა გიგზმა.