"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა პირობა დადო, რომ მისი გუნდი ადვილად აღარ დათმობს პრემიერ ლიგის ტიტულს მომავალ სეზონში.
"მე პირადად მინდა კარიერის დასრულებამდე ლიგის მოგება იუნაიტედთან ერთად. ვფიქრობ, რომ ჩვენი კლუბი ყოველთვის უნდა იბრძოდეს ტიტულისთვის."
"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კლუბისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენ აღარ ვაპირებთ იგივე შეცდომა დავუშვათ და რომელიმე გუნდი ჩემპიონი 7 ან 10 ტურით ადრე გახდეს სეზონის დასრულებამდე. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე."
"ჩვენ გვყავს ძალიან კარგი და ახალგაზრდა გუნდი. მე არ ვიცი, გავიმარჯვებთ თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ეს არის ჩემი და გუნდის პირადი მიზანი და ვფიქრობ, რომ ჩემი თანაგუნდელებიც იგივეს ფიქრობენ." - დაასრულა მატჩმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ განცხადებაში.