"მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო გერმანულ კლუბთან შეთანხმება, რომლის შედეგადაც "წითელი ეშმაკები" თავდაპირველად 60 მილიონს გადაიხდიან.
სანჩოს ოლდ ტრაფორდზე გადასვლის ყველაზე მეტი შანსი არსებობდა, რადგან "სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ გამორიცხა მისი დაბრუნება. ასევე გერმანულმა გამოცემა Kicker-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავად სანჩოს "ლივერპულში" გადასვლა სურდა, რათა თვლიდა, რომ "მერსისაიდელებს" უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე "წითელ ეშმაკებს". თუმცა საქმე იმაშია, რომ იურგენ კლოპი არ ინტერესდება ახალგაზრდა ინგლისესლის შეძენით.
გამოცემის თანახმად შეთანხმება 60 მილიონზე შედგა, თუმცა ეს თანხა საბოლოო ჯამში მაინც ავა 100 მილიონამდე.
ამავე გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. მხარეები გადახდის მეთოდზე თანხმდებიან. ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი 10 აგვისტოს დასრულდება.