"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარკსვლავმა, ბრუნო ფერნანდეშმა გაამხილა, რომ თავისი ქალიშვილი მას მოთხოვნილებებს უყენებს და თან ახსნა, თუ რას ნიშნავს გოლის აღნიშვნისას მისი ჟესტი.
პორტუგალიელ ფეხბურთელს გოლის აღნიშვნის საკუთარი სტილი აქვს, რამაც გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია.
გამომდინარე იქიდან, რომ აცნობიერებს, სატელევიზიო კამერები ყოველთვის ვერ იღებენ მის აღნიშვნას, თავისი პატარა ქალიშვილისგან, მალტიდისგან საყვედურებს ისმენს.
"გრძელი ამბავია. პორტუგალიაში თამაშის დროს, როცა "სპორტინგში" მეორე სეზონი დავიწყე, ჩემი ქალიშვილი უკვე საკმაოდ გაზრდილი იყო.
მე და ჩემი ცოლი ხშირად ველაპარაკებოდით მას და ასე აკეთებდა (თითებით ყურებს იცობს), შემდეგ კი სულ ასე იქცეოდა. ამიტომ ეს ჟესტი გოლის აღსანიშნად ავიღე.
"სქაის" ოპერატორებს უნდა დაველაპარაკო, რადგან როცა ასე აღვნიშნავ, კადრში არ ახვედრებენ, მატჩის შემდეგ კი ჩემ შვილს რომ ვურეკავ, მსაყვედურობს, თუ რატომ არ გავაკეთე!
ამის გამო ფოტოების გაგზავნა მიწევს, რათა დავუმტკიცო, რომ გავაკეთე. ახლა კი იცის, რომ ამას ასე ყოველთვის მის გამო ვაკეთებ. თავიდან არ იცოდა, მაგრამ ახლა იცის. ჩემი ცოლი ფეხმძიმედაა და ჩემი პატარა ყოველთვის მეუბნება, რომ ახლა ორი გოლის გატანა მომიწევს, "ბრაიტონთან" კი ეს მოვახერხე და მითხრა: "შენ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ სამია საჭირო - ერთი ჩემთვის, ერთი ჩემი ძმისთვის და ერთის დედასთვის!"
მომდევნო წლებში კიდევ უფრო გამიჭირდება, რადგან უფრო მეტის გატანა იქნება საჭირო. ჯობია, ოთხი ან ხუთი გოლი გავიტანო და შემდეგ ორ ან სამ მატჩში დავისვენო!"