თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2020, 20:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1469,
კომენტარები: 5
ბრუნო ფერნანდეშს თავისი შვილი მოთხოვნას უყენებს
პორტუგალიელს სახლში მომთხოვნი ქალიშვილი ჰყავს.
ბრუნო ფერნანდეშს თავისი შვილი მოთხოვნას უყენებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარკსვლავმა, ბრუნო ფერნანდეშმა გაამხილა, რომ თავისი ქალიშვილი მას მოთხოვნილებებს უყენებს და თან ახსნა, თუ რას ნიშნავს გოლის აღნიშვნისას მისი ჟესტი.

პორტუგალიელ ფეხბურთელს გოლის აღნიშვნის საკუთარი სტილი აქვს, რამაც გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია.

გამომდინარე იქიდან, რომ აცნობიერებს, სატელევიზიო კამერები ყოველთვის ვერ იღებენ მის აღნიშვნას, თავისი პატარა ქალიშვილისგან, მალტიდისგან საყვედურებს ისმენს.

"გრძელი ამბავია. პორტუგალიაში თამაშის დროს, როცა "სპორტინგში" მეორე სეზონი დავიწყე, ჩემი ქალიშვილი უკვე საკმაოდ გაზრდილი იყო.

მე და ჩემი ცოლი ხშირად ველაპარაკებოდით მას და ასე აკეთებდა (თითებით ყურებს იცობს), შემდეგ კი სულ ასე იქცეოდა. ამიტომ ეს ჟესტი გოლის აღსანიშნად ავიღე.

"სქაის" ოპერატორებს უნდა დაველაპარაკო, რადგან როცა ასე აღვნიშნავ, კადრში არ ახვედრებენ, მატჩის შემდეგ კი ჩემ შვილს რომ ვურეკავ, მსაყვედურობს, თუ რატომ არ გავაკეთე!

ამის გამო ფოტოების გაგზავნა მიწევს, რათა დავუმტკიცო, რომ გავაკეთე. ახლა კი იცის, რომ ამას ასე ყოველთვის მის გამო ვაკეთებ. თავიდან არ იცოდა, მაგრამ ახლა იცის. ჩემი ცოლი ფეხმძიმედაა და ჩემი პატარა ყოველთვის მეუბნება, რომ ახლა ორი გოლის გატანა მომიწევს, "ბრაიტონთან" კი ეს მოვახერხე და მითხრა: "შენ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ სამია საჭირო - ერთი ჩემთვის, ერთი ჩემი ძმისთვის და ერთის დედასთვის!"

მომდევნო წლებში კიდევ უფრო გამიჭირდება, რადგან უფრო მეტის გატანა იქნება საჭირო. ჯობია, ოთხი ან ხუთი გოლი გავიტანო და შემდეგ ორ ან სამ მატჩში დავისვენო!"


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2020 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8575
აუ რა მაგარი კაცია საღოლ მაგარი ისტორია ქონია ამ აღნიშვნას:)))❤️
2
№2
ავტორი: 100%Red
30 ივლისი 2020 22:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 643
ოოო ხიმენესზე იწერებაააა
აი ეგ თუ იაფად დავითრიეთ იმენა მაგარი შენაძენი იქნება
მარა იმედია მაგაზე არ გაჩერდება ედიკა wink
0
№3
ავტორი: onlyred
30 ივლისი 2020 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მევასება რაა მაგარი კაცია ❤
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივლისი 2020 23:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8712
ნეტა მარტო ეგ საფიქრალი იყოს ბრუნოს მანჩესტერულ კარიერაში, გოლების აღნიშვნა რო არ ხვდება კამერებში :)
0
№5
ავტორი: zoroseo2020
31 ივლისი 2020 07:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ნეტა მარტო ეგ საფიქრალი იყოს ბრუნოს მანჩესტერულ კარიერაში彩票, გოლების福彩双色球 აღნიშვნა რო არ ხვდება კამერებში 幸运飞艇:)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

26 სექტემბერი 2020, 15:30
ბრაიტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2020, 18:00
იუნაიტედი
ტოტენჰემი
პრემიერ ლიგა
17 ოქტომბერი 2020, 18:00
ნიუკასლი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი26 სექტემბერი
ტოტენჰემი3 ოქტომბერი
ნიუკასლი17 ოქტომბერი

წინა მატჩები

22 სექტემბერი 2020, 23:15
ლუტონ თაუნი0
იუნაიტედი3
ინგლისის ლიგის თასი
19 სექტემბერი 2020, 20:30
იუნაიტედი1
კრისტალ პალასი3
პრემიერ ლიგა
17 აგვისტო 2020, 23:00
იუნაიტედი1
სევილია2
ევროპა ლიგა
ლუტონ თაუნი22 სექტემბერი
კრისტალ პალასი19 სექტემბერი
სევილია17 აგვისტო

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top