მილანური გრანდი "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მილანის "ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარით აყვანილი ალექსის სანჩესის შეძენაში დარწმუნებულია და სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
31 წლის სანჩესმა იტალიის სერია A-ს სეზონის განახლების შემდეგ სამი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა, მანამდე კი ცხრა მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო სამი თვე ტრავმის გამო ლაზარეთში გაატარა.
ბოლო 22 თვის განმავლობაში სანჩესმა პირველად ითამაშა მატჩში სრული 90 წუთის განმავლობაში და ეს მიმდინარე თვის დასაწყისში "ლეჩესთან" შეხვედრაში მოხდა.
იქიდან გამომდინარე, რომ "იუნაიტედში" იმედოვნებდნენ, სანჩესის გასაყიდი ფასი გაიზრდებოდა, საიჯარო შეთანხმებაში არ შესულა გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებული პუნქტი, რის გამოც "ინტერსა" და "იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
იანვარში გამართული პრესკონფერენციის დროს ოლე გუნარ სოლსკიაერმა მედიას განუცხადა, რომ "ალექსისი ზაფხულში დაბრუნებოდა და ყველას დაუმტკიცებდა, რომ ცდებოდნენ მასთან დაკავშირებით", მაგრამ ნაწილობრივ ეს ჟურნალისტის პროვოკაციის ბრალი იყო, რომელმაც საუბრისას შეაწყვეტინა მთავარი მწვრთნელს წინადადება და სანჩესის შესახებ დაუსვა შეკითხვა. "იუნაიტედთან" დაკავშირებული წყაროს ცნობით, ოლე გუნარს სანჩესის თავიდან მოშორება გასულ წელსაც სურდა.
ჩილელის გაყიდვა მნიშვნელოვანი იქნება დორტმუნდის "ბორუსიადან" ჯეიდონ სანჩოს შეძენის საკითხში, ვინაიდან ბრუნო ფერნანდეშის შეძენის შემდეგ "იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბიუჯეტი შეუმცირდა და დიდწილად ფეხბურთელების გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
წყარო:
M.E.N.