ჰენდერსონი ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე ხდება.
ჰენდერსონის მომავალი ნათელი გახდება უახლოეს დღეებში, მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო ეტაპზეა, იტყობინება Sky Sports.
მხარეები განიხილავდნენ ახალ კონტრაქტს, რომლის თანახმად, ჰენდერსონი უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე ევროპაში, მაგრამ გარიგება ჯერ არ დასრულებულა.
კლუბი ხედავს 23 წლის მეკარეში დიდ ტალანტს და განიხილავს პირველ მეკარედ ,რომელიც წლების განმავლობაში დაიცავს "იუნიატედის" კარს. ამიტომ კლუბი ცდილობს მასთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას.
როგორც ჩანს, სოლსკაიერი ჰენდერსონის ნიჭის უზარმაზარი გულშემატკივარია და ძალიან კმაყოფილია მისი წინსვლით. ოლე არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ შემდეგ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელი, გამოცდილი ესპანელის მთავარი კონკურენტი იყოს.
რამდენიმე სხვა კლუბი, მათ შორის "ჩელსი", აკვირდებიან ჰენდერსონსა და "იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებების პროცესს და მზად არიან შეთავაზება გააკეთონ, თუ გარიგებია ვერ შედგება.
ჰენდერსონს ჯერ კიდევ ორი წლით აქვს დარჩენილი მიმდინარე კონტრაქტი, კიდევ ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.
https://www.skysports.com/