თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2020, 14:26
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1219,
კომენტარები: 5
ოლე მატჩის შემდეგ
ვიცი რასაც ვაკეთებ და მჯერა საკუთარი თავის და პრინციპების.
ოლე მატჩის შემდეგ
გრძელი სეზონი

სეზონის მესამეზე დასრულება კარგი შედეგია. ჩვენი შტაბის ყველა თანამშრომელი წარმოუდგენელი იყო! ამ დილით ყველას ვესაუბრე და ვთქვი, რომ დღევანდელი შედეგის მიუხედავად, გუნდურად გადავდგით დიდი ნაბიჯი. ჩვენ ვქმნით ახალ კულტურას და მე ძალიან ვამაყობ მათი ძალისხმევით. ჩვენთვის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება მას შემდეგ, რაც ამ სეზონში ორ ნახევარფინალში დავმარცხდით.

გუნდი გადაიღალა

გვინდა ვისწავლოთ როგორ მოვიგოთ ის მატჩები, რომელშიც შედეგი გვჭირდება. პოსტ-საკარანტინო მონაკვეთი ჰგავდა მინი ტურნირს და დღეს ცოტათი დაღლილები ვიყავით და მძიმე ფეხებითს ვთამაშობდით - ვფიქრობ, ყველამ შენიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ განსხვავებულად ვმოქმედებდით. ჩვენ ქულებში საკმაოდ დიდი უპირატესობის ამოქაჩვა მოგვიწია და ჩვენ ეს შევძელით.

ლინგარდის შესახებ

ჯესის რთული სეზონი აქვს და ზოგადად მთელი წელი. ყველას უწევს გავლა მსგავსი პერიოდების კარიერაში და ცხოვრებაში.. მან მშვენივრად იმუშავა ვარჯიშზე - ის მხიარული იყო და ძალიან მიხარია, რომ მან ჩვენთვის გაიტანა სეზონის საბოლოო გოლი პრემიერ ლიგაში.

კრიტიკა გეხმარებათ

მე მჯერა, იმის რასაც ვაკეთებ. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული მიდგომები მენეჯმენტთან მიმართებაში, მე ამას საკუთარი გზით ვაკეთებ. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გზაა, რისი გაკეთებაც შემიძლია. მე ფანტასტიკური პერსონალი მყავს - მე უბრალოდ ადამიანი ვარ, მაგრამ, მჯერა, რასაც ვაკეთებ. თუ მე მაკრიტიკებთ, ეს მაძლიერებს და მაიძულებს კიდევ უფრო მეტად დავიჯერო საკუთარი თავის და ჩემი პრინციპების.

შესანიშნავი ბრუნო

უნდა ვაღიაროთ, რომ იგი მოვიდა და წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა გუნდზე. ის უბრალოდ გასაოცარი იყო - მან გაიტანა გოლი, შექმნა შანსები და მისმა ენთუზიაზმა და სწორმა მენტალობამ დიდი დაგვეხმარა გაგვიწია. ალბათ დღეს დაღლილი ბრუნო ვნახეთ, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან მან ბევრი ითამაშა. იგი დღეს სხვანაირად მოქმედებდა, მაგრამ მაინც აჩვენა თავისი ვნება თამაშისადმი პენალტის შესრულებით. დაღლილი იყო, თავი და ფეხები ისე სწრაფად არ მუშაობდნენ, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ ეს კარგია. შემდეგ წელს მოგვიწევს ადაპტირება ახალ პირობებთან, რადგან ჩვენ არ ვიქნებით ევროპა ლიგაზე, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე და ვეღარ შევძლებ მოთამაშეები დავასვენო მატჩებში. ასე რომ, ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება, მათ შორის ბრუნოსგან.

დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე

ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი საუკეთესო მეტოქეებს დაუპირისპირდება და ჩვენს განვითარებაში წინ გადადგმული ნაბიჯი გვინდა. - ეს აღარ არის ევროპა ლიგა, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავასვენოთ წამყვანი მოთამაშეები და ახალგაზრდები პრაქტიკსთვის ვათამაშოთ. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია - ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო ძლიერი, ძლიერი და საიმედო. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა ასევე ფინანსური მოგებაა, მაგრამ ეს აღარ არის ჩემი საქმე. კლუბმა იცის, რა მჭირდება და შევეცდებით დავიმატოთ ის ფეხბურთელები, ვინც გვჭირდება.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: onlyred
27 ივლისი 2020 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
კარგია გაუკეთა კლუბს რაც უნდოდა ითხოვს რაც სჭორდება.
0
№2
27 ივლისი 2020 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 313
მაგუაირთან თავდამსხმელი რომ მიდის ბურთით, საშინელი პანიკები მეწყება. რისთვის შევიტენეთ ეს ტლანქი ფეხბურთელი ამ ასტრონომიულ ფასად?
0
№3
ავტორი: ikeoni
27 ივლისი 2020 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ველოდებით ტრანსფერეებს ❤️ ისე მართლა როგორი დაღლილი იყო ბრუნო ცვეტში ვეღარ დადიოდა ❤️
0
№4
ავტორი: The Special One
27 ივლისი 2020 17:13
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მეოთხედ ფინალამდე შეუძლია დაასვენოს ძირითადი ბირთვი.ინტერია ყველაზე დიდი მეტოქე ევროპაზე და ძაან მაინტერესებს კონტეს როგორ ეთამაშება ოლე :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივლისი 2020 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რამდენიმე კარგი ტრანსფერი გვინდა მოკლედ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top