Times- ის ცნობით, ბორუსია "დორტმუნდმა" დაიწყო მზადება სანჩოს შესაძლო გაყიდვისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" და უკვე ეძებს მის შემცვლელს.
გამოცემის ცნობით, კლუბმა წამოიწყო მოლაპარაკებები ლილის ფეხბურთელ ჯონათან იკონეს შესახებ, რომლის ფასი 41 მილიონი ფუნტია.
სანჩო,რომელსაც გარკვეული აქვს "იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტის დეტალები, ცდილობს კლუბზე ზეწოლის მოხდენას და ყველაფერს აკეთებს "წითელ ეშმაკებში" მოსახვედრად. გერმანული კლუბი კი ამ დრომდე დაჟინებით აგრძელებს 100 მილიონი ფუნტის მოთხოვნას. სწორედ აღნიშნული თანხა აფერხებს ედ ვუდვორდს და ვერ იღებს გადაწყვეტილებას.