"ნიუკასლისა" და "ბლექბერნის" ყოფილი თავდამსხმელი ალან შირიერი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს მეისონ გრინვუდს სუპერვარსკვლავად გადაქცევის პოტენციალი აქვს.
ოთხშაბათს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 18 წლის მეისონი კარგად გამოიყურებოდა, ის გუნდს დაეხმარა ქულის აღებაში რადგან "იუნაიტედი" იბრძვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად, მიმდინარე სეზონში მან 17 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე.
ეს თუ ასე გაგრძელდა, შეირერი აღიარებს, რომ გრინვუდი დაამხობს მის რეკორდს რომელიც 260 გოლს შეადგენს პრემიერ ლიგაში.
"მას დიდი ვარსკვლავური პოტენციალი აქვს. მე დიდ პატივს ვცემ და მომწონს მისი გოლის გატანის სტილი. ის ძალიან ენერგიულია და საუკეთესოდ იყენებს მარცხენა თუ მარჯვენა ფეხს დარტყმის დროს."
"ჩემი ყოფილი "საუთჰემპტონის" მწვრთნელი, დეივ მერსინგტონი მეუბნებოდა, რომ ყურადღება მიმექცია მარჯვენა ფეხზე და დავრწმუნდი, რომ დარტყმა ყოველ ჯერზე საუკეთესოდ გამომდიოდა. მეისონი ამას ორივე ფეხით აკეთებს, ამიტომ ის იმდენად კარგია, რომ მეკარეებს მასთან შანსი უბრალოდ არ აქვთ".
"მე ვფიქრობ, რომ 12-13 წელიწადში ჩვენ ვისაუბრებთ მასზე, როგორც პრემიერ ლიგის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირზე. ვიცი, რომ მის კარიერაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საუკეთესო იქნება". - განაცხადა შირერმა BBC-სთან.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.