ინგლისელმა გოლკიპერმა ბოლო ორი სეზონი იჯარით, "შეფილდ იუნაიტედში" გაატარა, თუმცა მისი კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის.
"ჩელსი" მეკარის დაინტერესებას მაღალი ხელფასით ცდილობს და მას კვირაში 170000 ფუნტს თავაზობს. ამჟამად, 23 წლის მეკარის ანაზღაურება 70,000 ფუნტს შეადგენს.
ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არისტოკრატებმა" ობლაკის გამოსასყიდი თანხის, 120 მილიონის გადახდა გადაწყვიტეს და სლოვენიელი მეკარე პრემიერი-ლიგაში ითამაშებს.