"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ჩაერთო მოლაპარაკებებში და ვუდვორდი ყველაფერს აკეთებს ტრანსფერის დასასრულებლად.
ედ ვუდვორდი ძალიან გააქტიურდა, რადგან ოლეს მალევე სურს სანჩოს ხილვა და ხელმძღვანელობას თხოვს, რომ მოსამზადებელ სეზონში სანჩო უკვე მის შემადგენლობაში ირიცხებოდეს.
გარკვეულ დათმობებზე წავიდა "იუნაიტედი" და 80 მილიონიანი შეთავაზება უკვე გაუგზავნეს "დორტმუნდის" წარმომადგენლებს.
თუმცა დორტმუნდი ჯიუტად ცდილობს 100 მილიონზე მეტის მიღებას. ექსპერტი ნიკოლო შირა კი ირწმუნება, რომ სანჩო გაშვებას ითხოვს.
"სანჩომ წასვლა მოითხოვა და "იუნაიტედი" არის მისთვის ერთადერთი პრიორიტეტი. დაწერა ტვიტერზე ნიკოლო შირამ.
”სანჩო და "წითელი ეშმაკები" უკვე ერთმანეთთან მოლაპარაკებებს ასრულებენ, თუმცა დაბრკოლებას გერმანული კლუბი ქმნის.