"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოსი თვლის, რომ ოლდ ტრაფორდზე წარმატების მიღწევა შეეძლო, თუ დროს მიცემდნენ.
"ეს შესანიშნავი კლუბია და ძალიან კარგი იყო იქ მუშაობა,” - თქვა მოიესმა წინასამატჩო პრესკომფერენციაზე. "ჩემთვის ისინი ყოველთვის დარჩებიან მსოფლიოში ყველაზე დიდ კლუბად. ეს განსაკუთრებული ადგილია და მოუთმენლად ველი იქ დაბრუნებას"
"ოლეს რთული დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ განსხვავება მასსა და ჩემს შორის არის ის, რომ მას დრო მიეცა. მან გამოიყენა აკადემიის მოთამაშეები, რომელითაც "იუნაიტედი" ყოველთვის იყო ცნობილი. მათ ახლა ჰყავთ შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები."
შეგახსენებთ, რომ მოესმა ხელი მოაწერა 6-წლიან კონტრაქტს ინგლისის 20 გზის ჩემპიონთან, სერ ალექსის წასვლის შემდეგ, მაგრამ 10 თვეში იგი დაითხოვეს.