თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:41
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3017,
კომენტარები: 0
დევიდ ბექჰემი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: დევიდ ბექჰემი
დევიდ ბექჰემი
http://i.telegraph.co.uk/multimedia/archive/01546/David_Beckham_1546668c.jpg
დაიბადა 1975 წლის 2 მაისს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.
მის სხეულს 15 ტატუ ამშვენებს...
მის ქორწილს 467 ადამიანი ემსახურებოდა...
მისი სახელი საძიებო სისტემებში 2003 და 2004 წლებში, ინტერნეტ-გვერდ "გუგლის" ინფორმაციით, ყველაზე მეტჯერ შეიყვანეს...
მისი ფოტოები მხოლოდ 2007 წელს ამერიკის სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე 51-ჯერ დაიბეჭდა.
დევიდ ბექემი არამარტო კარგი ფეხბურთელი, ძალიან პოპულარული ადამიანიცაა და ეს, გარკვეულწილად, მეუღლის დამსახურებაა: ვიქტორია ბექემი, ექს-მომღერალი, ელიტურ წვეულებებს არასდროს აკლდება და შეძლებული მეუღლეც ხშირად თან დაჰყავს.
...1992 წლის მაისში დევიდმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, თანატოლთა შორის ასოციაციის თასი მოიგო და პირველ გუნდთან კონტრაქტიც სწორედ მაშინ გააფორმა, თუმცა მძაფრი კონკურენციის გამო, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება რამდენიმე წლის მანძილზე ვერ შეძლო: მხოლოდ 1995 წელს, კლუბში განხორციელებული დიდი ცვლილებების შემდეგ დაიკავა კუთვნილი ადგილი.
1995 წლის 2 აპრილს, "ლიდს იუნაიტედთან" ფრედ 0:0 დასრულებულ შეხვედრაში დევიდ ბექემმა პირველად ითამაშა პრემიერლიგაში და 2003 წლის ზაფხულამდე, სანამ მადრიდის "რეალში" გადავიდოდა, საერთო ჯამში 394 შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედში" და 85 გოლი გაიტანა.
ის პირველი ინგლისელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 100 და მეტი შეხვედრა ჩაატარა.
დევიდ ბექემი ინგლისის ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ქვეყნის პირველი გუნდის მაისური არაევროპულ გუნდში თამაშისას მოირგო: 2007 წლის 22 აგვისტოს, გერმანელებთან ამხანაგური მატჩის დროს ის ამერიკის მეიჯორ სოკერ ლიგის კლუბ "ლოს-ანჯელეს გელექსის" ფეხბურთელი გახლდათ...
2008 წლის 26 მარტს ბექემმა ნაკრების მაისური მე-100 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო, 2009 წლის 11 თებერვალს კი, ესპანეთთან ამხანაგური მატჩის დროს, 108-ედ მოირგო ნაკრების მაისური და ამ მაჩვენებლით ბობი მურს გაუტოლდა.
მოგვიანებით, სლოვაკებთან 3:0 მოგებულ თამაშში დევიდმა მურს გაასწრო კიდეც.

დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექემი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003
ინგლისის თასი - 1996, 1999
ინგლისის სუპერთასი - 1993, 1994, 1996, 1997
ჩემპიონთა თასი - 1999
საკონტინენტთაშორისო თასი - 1999
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top