"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა მხარი დაუჭირა "ეშმაკების" მეკარეს, დავიდ დე ხეას სოციალურ მედიაში, მას შემდეგ, რაც "იუნაიტედი" FA თასის ნახევარფინალში "ჩელსისთან" დამარცხდა ანგარიშით 1-3.
"დიახ, მე მხარს ვუჭერ მას, რადგან ახლა არ აქვს საუკეთესო პერიოდი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მის გარეშე, "იუნაიტედი" არ იქნებოდა პრემიერ ლიგის ტოპ 10-ში ბოლო 6 წლის განმავლობაში".
"ის უცილებლად დაბრუნდება! " - წერს სქოულზი ინსტაგრამის გვერდზე.