იტალიელები მოლაპარაკებისთვის მზად არიან, მხოლოდ ერთი პირობით.
"ინტერი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებებში ჩაერთოს და მათ მილან შკრინიარი დაუთმოს, თუ ენტონი მარსიალს მიიღებენ.
როგორც ცნობილია, სოლსკიაერი დაცვის ცენტრის გაძიელერას ცდილობს და უკვე დიდიხანია შკრინიარის გადაბირება სურთ. თუმცა "ინტერი" უკვე ეძებს ლაუტარუ მარტინესის შემცვლელს, რომელიც დიდი ალბათობით "ბარსელონაში" გადავა.
ამ მომენტისთვის მარსიალი 60 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, თუმცა "ინტერი" იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" ფასს დააკლებს, რადგან ისინი მოლაპარაკებებში შკრინიარს ჩართავენ, რომელიც ტრანსფერმარკეტის მიხედვით 48 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ანტონიო კონტე თვლის, რომ მის 3-5-2 სქემაში მარსიალი თავდასხმაში ლუკაკუს იდეალური მეწყვილე იქნებოდა, თუმცა რთული სათქმელია რამდენად დათმობს ოლე მის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, რომელიც ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ენტონის კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.
https://metro.co.uk/