"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ერიკ ბაი საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც ის "ჩელსისთან" მატჩის დროს გადაიყვანეს. 26 წლის მცველმა ორჯელ მიიღო ძლიერი დარტყმა თავის არეში, მეორე დარტყმა საკმაოდ რთული გამოდგა, როცა ის ჰარი მაგუაიერს შეეჯახა.
მას რამდენიმე ნაკერი დაადეს და გუშინ პალატიდან გაწერეს.
ბაიმ შემდეგი განცხადება გაავრცელა: ”გმადლობთ თქვენი მხარდაჭერისთვის და თბილი სიტყვებისთვის! კარგად ვარ, თუმცა ცოტა იმედგაცრუებული ვარ მარცხის გამო. ახლა თავის ჩაწევის დრო არ გვაქვს, წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება."